ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დეტოქს-მეთოდია, რომლის მეშვეობითაც იწმინდება ღვიძლი და შესაბამისად, მთელი ორგანიზმი.
ამისათვის საჭიროა გარეცხოთ კარგად ერთი მუჭა ქიშმიში და დამდუღროთ. შემდეგ მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ ნაყენი თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე. მეორე დღეს (უმჯობესია, თუ დილა იქნება) დალიეთ უზმოზე ნაყენი და მიირთვით წყალში დამბალი ქიშმიში. ამ პროცედურის გაკეთება სასურველია კვირაში 1-2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში რაციონში უნდა ჩართოთ რაც შეიძლება მეტი ქორფა ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც მდიდარია უჯრედისით (ვაშლი, ბანანა, ფორთოხალი, ჩირები, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო) და სვათ დიდი რაოდენობით სუფთა წყალი.