სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ მე-8 ქალს აქვს მკერდის კიბო. მკერდის კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორებია: ასაკი, გენეტიკა, წონაში მომატება მენოპაუზის შემდეგ, პასიური ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარება, მშობიარობა გვიან ასაკში (35 წლის შემდეგ).
დაავადება ადრინდელ სტადიაში სრულებით უსიმპტომოდ მიმდინარეობს, კიბოს პირველი ნიშნები კი შესაძლოა, გახდეს სარძევე ჯირკვლის გამკვრივება და ფორმის შეცვლა.
სარძევე ჯირკვლის პროფილაქტიკა
შენ ის ხარ - რასაც ჭამ! ფარმაკოლოგიური მძიმე არტილერიის გარდა, სიმსივნესთან ბრძოლაში ჩვეულებრივი პროდუქტებიც გვეხმარება.
იმუნიტეტის ასამაღლებელი 6 პროდუქტი
წყალმცენარეები
ზღვის წყალმცენარეები იოდით არის მდიდარი. ორგანიზმში იოდის უკმარისობა იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს. ქლოროფილს, რომელსაც წყალმცენარეები შეიცავს, გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ეცადეთ, ხშირად მიირთვათ წყალმცენარეები და იოდის შემცველი პროდუქტები.
სოიო
სოიოს პროდუქტები, ისეთები, როგორიცაა ტოფუ, ტემპე და მისო, შეიცავს გენისტეინს - მცენარეულ ჰორმონს. სოიოს ხორცსა და რძეში კი ეს ჰორმონი ძალიან მცირე დოზებითაა. ამიტომ უმჯობესია ეს პროდუქტები რაციონიდან ამოიღოთ.
ხახვი და ნიორი
ნიორი კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იგი განსაკუთრებულ ელემენტს - სელენიუმს შეიცავს, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს და სპობს კიბოს უჯრედებს.
ბროწეული
კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის წვენი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ეხმარება სარძევე ჯირკვალში კიბოს უჯრედების მოსპობას. ბროწეული შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავს ესტროგენის სინთეზს. დაამატეთ სალათებში ბროწეულის მარცვლები და დალიეთ ნატურალური წვენი.
კურკუმა
ეს ყვითელი სანელებელი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კურკუმას ძირითადი კომპონენტი გახლავთ კურკუმინი, რომელიც ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების განვითარებას.
რძე და რძის პროდუქტები
რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება D ვიტამინისა და კალციუმის მიღების საწინდარია. მზეზე 12 წუთის განმავლობაში ყოფნისას, მკერდის კიბოს განვითარების რისკს 50%-ით შეამცირებთ.