მრავალძარღვა ცნობილია თავისი მაკურნებელი თვისებებით. იგი უხვად შეიცავს U ვიტამინს, რომელიც შესანიშნავ ანტისეპტიკს წარმოადგენს.
გარდა ამისა, მრავალძარღვა ხელს უწყობს წონაში კლებას. ამისათვის უმჯობესია მრავალძარღვას თესლის გამოყენება, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში არის შესაძლებელი.
გთავაზობთ რეცეპტს, რომლის წყალობით კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას გაიუმჯობესებთ და ზედმეტ კილოგრამებსაც მოიცილებთ.
გასახდომი მწვანე ჩაი
ინგრედიენტები:
• 1 ს.კ. მრავალძარღვას თესლი
• 250 მლ წყალი
მომზადების წესი:
• დაასხით მრავალძარღვას თესლს მდუღარე წყალი
• დააყენეთ ჩაი 15-20 წუთით
• დაწურეთ სითხე
• ჩაის მიღება შესაძლებელია როგორც ცივ, ასევე ცხელ მდგომარეობაში. დალიეთ ყოველდღიურად უზმოზე 50 მლ.
• ჩაის მიღების კურსი - 1 დღე, რის შემდეგაც 1 თვით შეისვენებთ. ჩაი აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს. უკეთესი ეფექტისთვის გირჩევთ გადახვიდეთ დაბალკალორიულ კვებაზე.