დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგინიშნავთ ბანანზე დაკრული პატარა ეტიკეტი, მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, რას ნიშნავს ის?
1. თუკი მასზე 4-ნიშნა კოდია, რომელიც 3-იანით ან 4-თ იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი სოფლის მეურნეობის პრინციპით არის მოყვანილი, რაც სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს.
2. თუ პროდუქტზე დაკრული ეტიკეტი 5-ნიშნა კოდით არის და ეს კოდი 9-იანით იწყება, ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრადიციული მეთოდით არის მოყვანილი, როგორც ამას ათასწლეულობით აკეთებდნენ. ახლა ამ მეთოდს "ორგანულს" უწოდებენ, მარტივად რომ ვთქვათ, პესტიციდებისა და სასუქის გარეშე.
3. თუ პროდუქტს 5-ნიშნა კოდი აქვს, რომელიც 8-იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია, ანუ როგორც ფართოდ გავრცელებულია, გმო-ა.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რას ყიდულობთ და რას მიირთმევთ!