სიახლე

როგორ ავიცილოთ კიბო, თუ დეზოდორანტს ყოველდღიურად იყენებთ

როგორ ავიცილოთ კიბო, თუ დეზოდორანტს ყოველდღიურად იყენებთ
კოსმეტიკური საშუალებები, მათ შორის, საპონი, შამპუნი და დეზოდორანტი, ხშირად ხდება მკერდის კიბოს მიზეზი. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავინ გვაფრთხილებს. საქმე იმაშია, რომ ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. კანის ფორებიდან ისინი ორგანიზმში აღწევს, გროვდება და მარტო კიბოს კი არა, უამრავ დაავადებას იწვევს.
კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო გაიზარდა დეზოდორანტის მომხმარებელ ქალთა რიცხვი, მით მეტი პრობლემა ექმნებათ მკერდის კიბოსა და ლიმფურ ჯირკვლებთან დაკავშირებით. პოპულარული გამოცემა Inorganic Biochemistry-ს აზრით, დამტკიცდა, რომ ალუმინი, რომელსაც დეზოდორანტები შეიცავს, სარძევე ჯირკვლებში რჩება.
ჩვენი სხეული ადვილად გაუმკლავდება ამ უსიამოვნებებს, თუ კანს სუნთქვის საშუალება მიეცემა. სვით წყალი, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

გთავაზობთ ფორების გასაწმენდ საშუალებას. მასში მხოლოდ 4 ინგრედიენტია, სარგებელი კი შეუდარებელი აქვს. დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, 5 წვეთი კაკალი ქინძის ეთერზეთი, 1 ს/კ ბენტონიტური თიხა.

მოამზადეთ მალამო:
თიხა და ძმარი ერთმანეთს შეურიეთ. არაჟნისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ ეთერზეთები. სქელი ფენა წაისვით იღლიაში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. თუ არსად მიდიხართ, დიდხანსაც გაიჩერეთ. ეს მალამო ტოქსინებს გამოიწოვს ორგანიზმიდან. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ მაინც.

რამდენიმე რჩევა, რათა ტოქსინების გარეშე იცხოვროთ

1. შინ დაბრუნებულმა კარგად, ღრუბლით დაიბანეთ იღლიები.

2. დეზოდორანტი წაისვით მას შემდეგ, რაც სოდიანი წყლით დაიმუშავებთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამ პროცედურას ნუ ჩაიტარებთ.

3. სოდის ნაყენმა შეიძლება დეზოდორანტი შეგიცვალოთ.

4. გახსოვდეთ, რომ ნატურალური დეზოდორანტის მოქმედების ვადა 6 საათია. თუ უარს ვერ ამბობთ საყვარელი დეზოდორანტის გამოყენებაზე, წელიწადში ორი კვირის განმავლობაში მაინც გაიკეთეთ ზემოთ ნახსენები მალამო.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
abc
ღადაობაა :) ეს ინგრედიენტები სად უნდა ვნახო გაფიცებ :)))))))
21:58 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მადრიდისტა
რა დეზედორები ხალხო..სოდა მაგარი საშუალებაა,აღარც გისველდება და სუნიც ქრება,გაითვალისწინეთ..
11:49 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93