ცნობილი ანდაზა - "ადამიანი არის ის, რასაც მიირთმევს", ბოლო დროს მეცნიერულად დამტკიცდა. Psychology Today-ს ბოლოდროინდელი კვლევა ადასტურებს, რომ ტვინის მუშაობა გაგიუმჯობესდებათ, თუ სწორი პროდუქტების ჭამას დაიწყებთ.
1. ჟოლო
ნევროლოგი ჯეიმს ჯოზეფი ამბობს, რომ ნებისმიერი კენკრის წყალობით ტვინი უკეთ მუშაობს, მაგრამ ჟოლოს კონკურენტი არ ჰყავს. იგი ტვინს დაბერების საშუალებას არ აძლევს.
2. ნიგოზი და ავოკადო
ამ ორი პროდუქტის ჭამის შემდეგ ტვინი ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც ბავშვებისა.
3 კვერცხი
შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას ააქტიურებს.
4. ორაგული
შეიცას ომეგა 3-ს, რკინას, ვიტამინების კომპლექსს, განსაკუთრებით საჭიროს ტვინისთვის. მისი რეგულარული ჭამა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შემოქმედებით აზროვნებას, აგრეთვე, გეხმარებათ კონცენტრაციაში.
5. ბადრიჯანი
აუმჯობესებს ტვინის უჯრედების კავშირს. შედეგად, ადამიანი სწრაფად რეაგირებს მოვლენებზე, ადვილად იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას.
6. კოფეინი
განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით, რომლებიც ტვინს მთელი დღის განმავლობაში აფხიზლებს.
7. შავი შოკოლადი
ენდორფინის - ბედნიერების ჰორმონის წყაროა. აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას.
8. მწვანე ჩაი
ასტაბილურებს ნერვულ სისტემას.
9. იოგურტი
ცილითაა მდიდარი და ტვინს რელაქსაციაში ეხმარება.
10. ისპანახი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში. ადამიანი უფრო ეფექტურად მუშაობს, გვიან იღლება. იგივე შედეგი აქვს მწვანილეულსაც.
11. წითელი ღვინო
აუმჯობესებს მეხსიერებას და მოტორიკას.
12. ყავისფერი ბრინჯი
მდიდარია ვიტამინებითა და მაგნიუმით, რაც ახალი ინფორმაციის მიღება-დამახსოვრებაში გეხმარებათ.
13. კაკაო
ანტიოქსიდანტებით მდიდარი კაკაო იცავს ტვინს სტრესისგან და ამშვიდებს მას.
14. ნიორი
დაგიცავთ არა მარტო ინფექციური დაავადებებისგან, არამედ სტრესისგანაც. ის საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.
თუ გსურთ, ტვინმა კარგად იმუშაოს ან ახლის შესწავლაში დაგეხმაროთ, მოერიდეთ კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის ჭამას. გლუკოზის მკვეთრი ცვლილება კონცენტრაციის პრობლემას, ქრონიკულ სტრესს იწვევს. მძიმე საკვები, ისეთი, როგორებიცაა კარტოფილი და ხორცი, ტვინის მუშაობას აფერხებს და ძილიანობას იწვევს. პრობლემები ელით მკაცრი დიეტების მოყვარულებსაც: მცირე ულუფები ტვინის მუშაობას კიდევ უფრო ანელებს.