სიახლე

რამდენი წყალი უნდა ვსვათ დღეში: ნორმა დამოკიდებულია თქვენს წონაზე! (იხ. სქემა)

რამდენი წყალი უნდა ვსვათ დღეში: ნორმა დამოკიდებულია თქვენს წონაზე! (იხ. სქემა)
არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ადამიანის ორგანიზმი 60-80 %-ით წყლისგან შედგება. მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება.
  • ხშირად წყალს მხოლოდ იმ დროს ვსვამთ, როცა გვწყურია, მაგრამ ეს არ არის სწორი.
  • გთავაზობთ წყლის დღიური ნორმის სქემას, რომლის გათვალისწინებაც, გვერწმუნეთ, ნამდვილად ღირს.

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღეში


  • ამისათვის ჩაიხედეთ სქემაში და მოძებნეთ მარცხენა მხარეს თქვენი წონა.
  • გარდა ამისა არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლის გათავლისწინებაც აუცილებელია წყლის დღიური ნორმის შერჩევისას.

1. ცხელი ამინდი

ცხელ ზაფხულში თქვენს ყოველდღიურ წყლის ნორმას
კიდევ 1-2 ჭიქა უნდა დაუმატოთ.

2. გაციება

დიდი რაოდენობით თბილი სითხე ძალიან მალე გამოგაჯანმრთელებთ და ორგანიზმიდან გამოიტანს ტოქსინებს.

3. ორსულობა

დაუმატეთ თქვენს ყოვსლდღიურ ნორმას კიდევ ერთი ჭიქა. დაიმახსოვრეთ, რომ ამ განსაკუთრებულ პერიოდში ორგანიზმი კარგ ნივთიერებათა ცვლას საჭიროებს. წყლის სწორი სმა კი ამის გარანტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაი, ყავა, წვენები, ტკბილი წყალი – არ შედის წყლის დღიურ ნორმაში. სწორი წყლის ბალანსის შესასრულებლად საჭიროა სუფთა, უბრალო წყალი. ასევე არ არის რეკომენდებული გაზიანი წყლის მიღებაც.

ექიმების რჩევით საუკეთესოა:


  • 2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე – აქტივობაში მოჰყავს შინაგანი ორგანოები.
  • 1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე – საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს.
  • 1 ჭიქა წყალი აბაზანის მიღებამდე – არეგულირებს არტერიულ წნევას.
  • 1 ჭიქა წყალი დაძინებამდე – თავიდან აგაცილებთ ინსულტსა და გულის ინფარქტს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
სალომე
თავიდან აქვს დისკომფორტი შარდზე სირბილს მართლაც ყოველ 5 წუთში,შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა და მაქსიმუმ საათში ან ორ საათში ერთხელ მოგიწიოთ, მე პირადად ასე ვარ , 3 ლოტრამდე წყალს ვსვამ დღეში და სიმსუბუქესაც ვგრძნობ,წნევაც დაარეგულირა,კუჭნაჭლავიც მოწესრიგებულია,დაიწყეთ და ცოტა ხნით აიტანეთ დისკომფორთი,თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ იგრძნობთ შედეგს
16:43 / 11-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მეგის
უნდა ირბინოს. :)
15:46 / 11-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93