ეს სიახლე ყავის ყველა მოყვარულს გაახარებს და მათ, ვისაც ხანდახან უყვარს რამდენიმე ბოკალი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმლის მირთმევა.
აღმოჩნდა, რომ ყავა ღვიძლის აღდგენას უწყობს ხელს, იცავს მას ტოქსინებისგან და სიცოცხლეს უხანგრძლივებს... მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სწორად მოამზადებთ ყავას!
როგორ დავლიოთ სწორად ყავა
საუკეთესო მეთოდი ყავის მეშვეობით ღვიძლის გაწმენდის – ხმელთაშუა ზღვის ხალხთა მეთოდია. ასე მიირთმევენ ყავას შუაზღვისპირელები და სიცოცხლის ხანგრძლივობით ისინი მსოფილიოში პირველ ადგილზე არიან.
მიირთვით დილით ახალმოხარშული უშაქრო ყავა და მიაყოლეთ მას კარაქის პატარა ნაჭერი. კარაქი დანის წვერითაც საკმარისი იქნება. ამის შემდეგ კი ერთ საათში ისაუზმეთ.
ყავა – საუკეთესო ნაღვლსაწვეთი საშუალებაა და დილაობით ის განსაკუთრებით კარგად მუშაობს: ნაღვლის ბუშტი მთლიანად იწმინდება. არანაირი ციროზი, არანაირი კენჭოვანი დაავადება, თუკი რეგულარულად ამ წესით მიირთმევთ ყავას!
ასევე, კარაქიანი ყავა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას და გულ-სისხლძარღვთა დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა.
თუ უშაქრო ყავას ვერაფრით სვამთ, არ იდარდოთ: შეგიძლიათ დალიოთ ის შაქრით, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად ნაღებით ან რძით. ღვიძლს, ისევე, როგორც ტვინს, უყვარს შაქარი და სასარგებლო ცხიმები.