სიახლე

ფრთხილად - ობი! ეს ნიშნები თქვენს სახლში დაფარულ საფრთხეზე მიანიშნებს...

ფრთხილად - ობი! ეს ნიშნები თქვენს სახლში დაფარულ საფრთხეზე მიანიშნებს...
შინ პროდუქტებზე ნაცრისფერი, შავი ან ყვითელი ფერის ლაქები შენიშნეთ? გაიცანით, ეს ობია! სამწუხაროდ, მისგან თავის არიდება შეუძლებელია, ის ყველგანაა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის ერთ კუბამეტრი ობის სოკოს 500 სპორს შეიცავს. გავეცნოთ მათ ყველაზე გავრცელებულ სახეობებს...
ობი შინ

შავი ობი

ასეთ ობს ხშირად შევხვდებით შენობებში, სადაც მაღალი ტენიანობაა. დანესტიანებულ სადარბაზოებში, სხვენებში, ტუალეტსა და სააბაზანოში. ის განსაკუთრებულად საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. თუ სახლი ობითაა მოცული, შესაძლოა, შემდეგი სიმპტომები გქონდეთ: თავის ტკივილი, თვალების ცრემლიანობა.

თეთრი
ობი

თეთრი ობი ნაკლებად ტოქსიკურია, მაგრამ საკმაოდ საშიში, რადგან ის ძლიერ ალერგენს წარმოადგენს. იგი ბუდობს ხეებზე, მცენარეებზე, ყველსა და პურზე. მასთან ხშირმა კონტაქტმა, შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.

მწვანე ობი

მსგავს ობს ხშირად იკიდებს საკვები პროდუქტები. ის სწრაფად ვრცელდება როგორც ზედაპირზე, ასევე შიგნით. თუ საკვებზე მწვანე ობი შენიშნეთ, დაუყოვნებლივ გადააგდეთ.

მსგავსი პროდუქტების მიღება სერიოზული მოწამვლის მიზეზი ხდება. ობი ასევე ვრცელდება საშენ მასალებზე, მაგალითად, აგურზე. პატარა სოკოს შეუძლია მთლიანი შენობის დანგრევა!

ობის მოსაცილებლად, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ჩაატარებს სპეციალურ ანალიზს, დაადგენს სოკოს სახეობას და მიიღებს სათანადო ზომებს. პროფილაქტიკისთვის კი, ხშირად გაანიავეთ ოთახები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93