ყველამ ვიცით, რომ ნიორი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ნიორი თქვენს რაციონს აუცილებლად უნდა დაუმატოთ.
ნიორი შეგიძლიათ პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ, ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ღვიძლთან, თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემები, სისხლის გასუფთავება, გრიპისა და გაციების შესამსუბუქებლად.
ნიორი შეიცავს ალიცინს - ყველაზე ძლიერმოქმედ ნივთიერებას. მის უკეთ შესათვისებლად დანაყეთ ნიორი, აცადეთ 15 წუთი და მერე მიირთვით. სპეციფიკური სუნის დასაკარგავად დაუმატეთ კარაქი და ოხრახუში.
რატომ უნდა დაიდოთ ნიორი ბალიშის ქვეშ?
ალბათ, გსმენიათ, რომ ძილის წინ ზოგიერთი ადამიანი ბალიშის ქვეშ ნიორს დებს, ზოგსაც წარმატების მისაღწევად ჯიბით დააქვს.
თუ უძილობა გაწუხებთ, თქვენც ასე მოიქეცით, ბალიშის ქვეშ ნიორი დაიდეთ. ეს დაგეხმარებათ, ტკბილად დაიძინოთ და უარყოფითი ენერგეტიკა თავიდან აიცილოთ. ღრმა და ჯანმრთელი ძილი კი ენერგიის, ძლიერი იმუნიტეტისა და მყარი ჯანმრთელობის გარანტია.