ქინძს დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. მას გამოაქვს დიდი რაოდენობით შლაკები, ტოქსინები და მძიმე ლითონები. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, უჯრედები მომავალში ეფექტურად გამოიკვებოს სასარგებლო ელემენტებით.
გთავაზობთ გამწმენდი სასმლის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
• 50 გრ ქინძი
• 100 გრ ვაშლის ნატურალური წვენი
• 100 მლ წყალი
• 1 ჩ.კ. ჭანგის ფხვნილი
მომზადების წესი
წვრილად დაჭერით ქინძი. შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში ყველა ინგრედიენტთან ერთად და კარგად ათქვიფეთ. სასმლის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, მშიერ კუჭზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 42 დღე, წელიწადში ერთხელ. კურსის დასრულებისთანავე სიმსუბუქესა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.