ვაშლის ძმარი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, მას სამზარეულოში გამოყენების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი ხელს უწყობს საკვების მონელებას, ასევე, სასარგებლოა ნაწლავური ბაქტერიებისთვის.
მას უამრავი მძლავრი თვისება გააჩნია, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ვაშლის ძმრის გამოყენება რეკომენდებული არ არის:
ადამიანებს, რომლებიც იღებენ ფუროსემიდის, ჰიდროქლოროტიაზიდის, დიგოქსინის, ქლორტიაზიდის, ქლორტიადონის შემცველ პრეპარატებს, მართებთ სიფრთხილე ვაშლის ძმრის გამოყენებისას, ვინაიდან იგი ორგანიზმში კალიუმის შემცველობას ამცირებს, რაც მკურნალობის შედეგზე უარყოფითად მოქმედებს.
ადამიანები, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ. ორივე ტიპის დიაპეტის შემთხვევისას, განსაკუთრებით, პირველი ტიპის დიაბეტის დროს, ძმარი ფრთხილად უნდა მოიხმაროთ, რადგან ის სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს.
ინსულინს შეუძლია კალიუმის შემცველობის შემცირება. ასე რომ, დიდი რაოდენობით ვაშლის ძმარი ინსულინთან შეთავსებით, ავნებს მკურნალობას.