ტკბილეულის მწარმოებლები უზარმაზარ თანხებს იხდიან ტელევიზიაში, ინტერნეტსა და გაზეთებში რეკლამის განსათავსებლად. ისინი ამზადებენ სათამაშოებსა და ტანსაცმელს თავიანთი ბრენდის ლოგოტიპებით, იღვწიან ფილმებსა და ვიდეოთამაშებში მათი პროდუქციის გამოჩენისთვის.
ბავშვებზე ორიენტირებული მარკეტინგი საუკეთესოდ მუშაობს, მაგრამ მწარმოებლებს ბავშვების ჯანმრთელობა ნაკლებად ადარდებთ.
ექსპერტების მტკიცებით, სწორედ ეს სასუსნავები იწვევს ბავშვების ჰიპერაქტიურობას, ალერგიულ რეაქციებს და სიმსივნესაც კი.
დაიმახსოვრეთ, მხოლოდ აშშ-ში მწარმოებლები დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს ხარჯავენ საკვების სინთეტიკურ საღებავებზე.
ამ საღებავების შემცველი პროდუქტების სია უსასრულოა. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საშიში პროდუქტების ხუთეულს.
შეფუთული ნამცხვრები
მსგავსი პროდუქტი დიდი ოდენობით შაქარს, სიმინდის სიროფს, დეკსთროზებსა და TBHQ-ქიმიკატებს შეიცავს, რომელსაც ნავთობისგან გამოიმუშავებენ და ბავშვების ორგანოების უჯრედისულ დისფუნქციას იწვევს.
ხილის ჟელატინები
"ხილის" გემოს ამ პროდუქტს ერითროზინი სძენს, რომელიც ასევე ნავთობისგან მიიღება. ერთ დროს მისი გამოყენება კოსმეტიკაში აკრძალეს, რადგან დამტკიცებულია, რომ იგი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს.
M&M'S
ეს პოპულარული კანფეტი შოკოლადს სულ ცოტა რაოდენობით შეიცავს, დანარჩენი - ქიმიკატებია, რომლებიც კიბოს იწვევს.
Cheetos
ხელოვნური საღებავი პროფესიონალური სახელწოდებით Yellow 6, რომელიც ამ პროდუქტში გამოიყენება, ასევე ნავთობისგან მიიღება. ასევე, ეს ჩიფსები მეთილბენზონატს შეიცავს.
Teddy Grahams ("ბარნის" ამერიკული ანალოგი)
ეს პატარა დათუნიები გაჟღენთილია TBHQ-ით, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს.