სიახლე

ჯენიფერ ენისტონი: ჩაიწერეთ: ფეხმძიმედ არ ვარ. უბრალოდ, ყელში ამოვიდა თქვენი სულელური სტანდარტები!

ჯენიფერ ენისტონი: ჩაიწერეთ: ფეხმძიმედ არ ვარ. უბრალოდ, ყელში ამოვიდა თქვენი სულელური სტანდარტები!
ჯენიფერ ენისტონის სიტყვები The Huffington Post-ში დაიბეჭდა და ნამდვილ სენსაციად იქცა! ნება მიბოძეთ, დავიწყო იქედან, რომ არასოდეს მიყვარდა ჭორების გავრცელება.

არ მიყვარს სიცრუის ბიზნესის ენერგიით კვება, მაგრამ მსურს მონაწილეობა მივიღო საუბარში, რომელიც უკვე დაიწყო და არ სრულდება.
ჩაიწერეთ: არ ვარ ფეხმძიმედ, უბრალოდ ყელში ამოვიდა, რომ ჟურნალისტიკას ამოფარებული პიროვნებები თავს ვალდებულად თვლიან, განიხილონ ჩემი სხეული.

ყოველდღიურად მე და ჩემს ქმარს ათობით აგრესიული ფოტოგრაფი დაგვდევს, რომლებიც ჩვენს სახლთან გვდარაჯობენ. ისინი მზად არიან, წარმოუდგენელი მანძილი გადალახონ ნებისმიერი კადრის გადასაღებად,
თუნდაც ამან ახლოს მყოფ ქვეითად მოსიარულეებს ზიანი მიაყენოს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარდა, მოგახსენებთ, თუ რას ნიშნავს ეს გიჟური ტაბლოიდური რიტუალი თითოეული ჩვენთაგანისთვის.

თუ მე რაღაცის სიმბოლოდ მივიჩნევი, გამოდის, რომ ლინზის მაგალითი ვარ, რომელშიც ჩვენ, როგორც საზოგადოება ჩვენს დედებს, შვილებს, დებს, ცოლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ვუყურებთ.

ის, როგორც მედიასაშუალებები მე წარმომაჩენენ, მხოლოდ ანარეკლია იმისა, თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენ ქალებს, რომლებიც სილამაზის მანკიერ ეტალონს არ შეესაბამებიან.

პატარა გოგონები ისრუტავენ ამ სტანდარტებს. ყველაფერი იწყება იმით, რომ "ეს გოგონა არც ისე ლამაზია", რომ "გამხდარი არ არის", ან რომ "ყურადღების ღირსი არ არის", თუ ის სუპერმოდელივით არ გამოიყურება.

ჩვენ ვიყენებთ ვარსკვლავურ ახალ ამბებს, რათა ვადიდოთ ქალები, რომლებიც მხოლოდ გარეგნობაზე არიან ორიენტირებული.
ფეხმძიმედაა? რამდენს იწონის? მისი ქორწინება ინგრევა, რადგან სხეული იდეალურ ფორმაში უკვე აღარ აქვს.

ადრე ვამბობდი, რომ ტაბლოიდები კომიქსებივითაა, რომ არ უნდა მიაქციო ყურადღება, ეს მხოლოდ საპნის ოპერაა ადამიანებისთვის, რომლებსაც გართობა სურთ. მაგრამ უკვე აღარ შემიძლია ამის გამეორება, რადგან ათწლეულების განმავლობაში დევნასა და დაჟინებულ ყურადღებას ვგრძნობ.

უამრავი რესურსი იხარჯება იმის დადგენაზე, ფეხმძიმედ ვარ თუ არა. დამკვიდრდა ცნება, რომ ქალი არასრულფასოვანია, თუ მას ოჯახი ან შვილები არ ჰყავს.

აი, რისი თქმა მსურს: ჩვენ სრულყოფილები ვართ, პარტნიორით და მის გარეშეც, შვილით და უშვილოდ.
ჩვენ თავად ვწყვეტთ, რა არის ლამაზი და რა იდეალური.

ეს ჩვენი, და მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებაა.

მოდთ, გადავწყვიტოთ ასე ჩვენთვის და იმ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც ჩვენგან მაგალითს იღებენ.

მოდი, მივიღოთ შეგნებული გადაწყვეტილება: ნუ მოვუსმენთ ამ ბულვარულ ამაზრზენ ხმაურს.

არ არის აუცილებელი, იმყოფებოდე ქორწინებაში, ან იყო დედა, რომ გერქვას სრულფასოვანი.

დავიღალე ამ ცნების ნაწილად ყოფნით. დიახ, შეიძლება ოდესმე დედა გავხდე, და ვინაიდან ისედაც ყველაფერს ბლოგში აღვწერ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამ ამბავს შეიტყობს.

არ ვიღწვი დედობისთვის.

აღშფოთებული ვარ ფაქტით, რომ ყველა მიიჩნევს, თითქოს, ცუდად უნდა ვრძნობდე თავს იმის გამო, რომ ჰამბურგერი მივირთვი. თუ უცნაური კუთხიდან გადამიღეს, ირგვლივ ყველა ფიქრობს: ან "მსუქანია", ან "ფეხმძიმედაა".

იმ უხერხულ მომენტზე არაფერს ვამბობ, როდესაც ახლობლები და კოლეგები გამოგონილ ფეხმძიმობას მილოცავენ, ხანდახან - დღეში ათჯერ.
გამოცდილება მაძლევს საშუალებას, ვივარაუდო, რომ ტაბლოიდების ეს პრაქტიკა კიდევ კარგა ხანს არ შეწყდება.

მაგრამ შესაძლებელია, შეიცვალოს თქვენი რეაქცია ყველა ამ ტოქსიკურ ახალ ამბებზე.

ნუ მისცემთ იაფფასიან გაზეთებს საშუალებას, გიკარნახოთ სილამაზის სტანდარტები!

და შესაძლებელია, ოდესღაც ტაბლოიდები იძულებული გახდნენ, აჩვენონ სამყარო სხვა, მეტად ჰუმანური ლინზით, რადგან მომხმარებელი უბრალოდ აღარ შეიძენს მათ მიერ შეთხზულ სისულელეს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93