არსებობს რამდენიმე საგანგაშო ზარი, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად გამოავლინოთ დიაბეტი.
დიაბეტის პირველი ნიშნები
მხედველობის გაუმჯობესება
მიჩნეულია, რომ დიაბეტი აუარესებს მხედველობას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პირიქით ხდება. მიზეზი - თვალების გაძლიერებული დატენიანება. ამიტომაც, თუ უფრო ხშირად გავიწყდებათ სათვალის არსებობა, გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა.
სმენის დაქვეითება
მუდმივი წყურვილის გრძნობა
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ორგანიზმი ზედმეტ შაქარს გრძნობს, ის მისგან გამორეცხვებით თავისუფლდება, ამისთვის კი დიდი ოდენობით წყალია საჭირო. თუ წყურვილის მუდმივი გრძნობა გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
მუდმივი ქავილი
მშრალი კანი და მუდმივი ქავილი - დიაბეტის ქრონიკული მეგზურებია. თუ დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
კანის მდგომარეობა
ანუ კანის მდგომარეობის გაუარესება. დიაბეტმა შეიძლება კანის პრობლემები გამოიწვიოს, რომელთაც ასაკობრივს თუ შევადარებთ. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა იწვევს კანის უჯრედებისა და მელანინის ზრდას, რაც იწვევს კანის გარეგნული მხარის გაუარესებას - შავი ლაქების წარმოშობას თითებზე, იდაყვებსა და კისრის უკანა მხარეზე.
მოცემული სიმპტომები უფრო ხშირად ქალებს აღენიშნებათ. თუმცა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელია, თუკი ექიმს დროულად მიმართავთ.