ადამიანების რიცხვი, რომელთაც დიაბეტი აწუხებს, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იმატებს. ამ დაავადების ტემპი მსოფლიოში უკვე იღებს ეპიდემიის ხასიათს. ძირითადი მიზეზი - სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, რომელსაც ორგანიზმის ფუნქციების დარღვევა მოსდევს თან.
არსებობს რამდენიმე საგანგაშო ზარი, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად გამოავლინოთ დიაბეტი.
დიაბეტის პირველი ნიშნები
მხედველობის გაუმჯობესება
მიჩნეულია, რომ დიაბეტი აუარესებს მხედველობას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პირიქით ხდება. მიზეზი - თვალების გაძლიერებული დატენიანება. ამიტომაც, თუ უფრო ხშირად გავიწყდებათ სათვალის არსებობა, გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა.
სმენის დაქვეითება
კვლევების თანახმად, დიაბეტის საწყის ეტაპზე ადამიანი სმენის 30%-ს კარგავს. ეს ხდება ნერვებისა და ყურის სისხლგამტარი მილების დაზიანების გამო, რასაც სმენის დაქვეითება მოსდევს.
მუდმივი წყურვილის გრძნობა
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ორგანიზმი ზედმეტ შაქარს გრძნობს, ის მისგან გამორეცხვებით თავისუფლდება, ამისთვის კი დიდი ოდენობით წყალია საჭირო. თუ წყურვილის მუდმივი გრძნობა გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
მუდმივი ქავილი
მშრალი კანი და მუდმივი ქავილი - დიაბეტის ქრონიკული მეგზურებია. თუ დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
კანის მდგომარეობა
ანუ კანის მდგომარეობის გაუარესება. დიაბეტმა შეიძლება კანის პრობლემები გამოიწვიოს, რომელთაც ასაკობრივს თუ შევადარებთ. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა იწვევს კანის უჯრედებისა და მელანინის ზრდას, რაც იწვევს კანის გარეგნული მხარის გაუარესებას - შავი ლაქების წარმოშობას თითებზე, იდაყვებსა და კისრის უკანა მხარეზე.
მოცემული სიმპტომები უფრო ხშირად ქალებს აღენიშნებათ. თუმცა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელია, თუკი ექიმს დროულად მიმართავთ.