დღეს ფასდაკლებების საიტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ online შეგეძლო შეგეძინა ფასდაკლება და მიგეღო ხარისხიანი სერვისი ძალიან დაბალ ფასად.
ვინც ჯერ არ სარგებლობს მსგავსი სერვისით, მათთვის მინდა დავწერო რამდენიმე რჩევა, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში გამოადგება:
1. პირველ რიგში, უნდა აირჩიოთ სასურველი ფასდაკლების საიტი და გაიაროთ რეგისტრაცია.
2. თუ უკვე სასურველ საიტზე დარეგისტრირდით, თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ დღის აქციები;
3. შეძლებთ მარტივად აირჩიოთ სასურველი კატეგორია და ფასდაკლებებიც ამის მიხედვით ნახოთ, ასევე SEARCH-ის საშუალებით მოძებნოთ სასურველი შეთავაზება.
4. შეძლებთ შემოთავაზებული ფასის ბაზარზე გადამოწმებას;
5. პროცედურის ყიდვის შემთხვევაში, ჯერ კონსულტაციას გაივლით. ოპერატორი მუდამ მზადაა, დაგეხმაროთ;
6. ბარათის თანხით შევსება საქმეს გაგიმარტივებთ.
7. წაიკითხეთ, რას წერენ კონკრეტულ პროდუქტზე მომხმარებლები, რომლებმაც ის უკვე შეიძინეს. ეს ძალიან გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.
8. გაეცანით სახლში მიტანის სერვისს, ნახეთ სახლში მიტანის პირობები და გამოთვალეთ მათი ღირებულება.
9. დაზოგეთ მაქსიმალურად beauty პროცედურებზე.
როგორც წესი, ისეთ საიტებზე, რომლებიც ფასდაკლების ვაუჩერებს ყიდიან, ძალიან დიდი არჩევანია წარმოდგენილი სილამაზის პროცედურებზე: დეპილაცია, სალონები, ვარცხნილობა, მანიკიური, სოლარიუმი, საცურაო აუზი და ა.შ.
10. რაშია ასეთი საიტების უპირატესობა?
სასურველი დაწესებულების შერჩევას მისი ადგილმდებარეობის მიხედვითაც შეძლებთ, რომ გზაში ბევრი დრო არ დაკარგოთ.
სახლიდან გაუსვლელად გაეცნობით, თუ რა სახის მომსახურებას გთავაზობენ და აუჩქარებლად გააკეთებთ არჩევანს. შეძლებთ, მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დარეკოთ და დეტალებიც დააზუსტოთ.
არასოდეს დაგავიწყდეთ ფასდაკლების ვაუჩერის წარდგენა!
მოძებნე ფასდაკლების ვაუჩერები