"დღეს ჩემი დღე ყოფილა, გილოცავთ ყველას ვისაც სოფლის ქალი შეიძლება ეწოდოს! ჯერჯერობით სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ გავამართლო და დავხვეწო ჩემი თავი სოფლის მეურნეობაში..." - ასე გამოეხმაურა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 15 ოქტომბერს, რომელიც თურმე სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე ყოფილა.
პრეზიდენტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში კარგა ხანია გადავიდა. პირვლმა ქალბატონმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან"
ინტერვიუში ასე გაიხსენა საცხოვრებლად სოფლად გადასვლა და იქ "სიხაულის ბაღის" გაშენება.
"მას შემდეგ, რაც დუშეთში გადავედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.
ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს...
- ყვავილების გარდა, ბაღში კიდევ რა გაქვთ?
- პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, მარწყვი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო - აი, რას ნახავთ ჩემს ბოსტანში. ასე რომ, ახლა შემიძლია, პატარა თემოს სუფთა პროდუქტებისგან მოვუმზადო ბოსტნეულის წვნიანი.
- ბატონ პრეზიდენტსაც უყვარს მცენარეების მოვლა?
- ეს ყველაფერი გიორგის დამსახურებაა, სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახლიც, ფაქტობრივად, თვითონ გამართა, ინტერიერზე კი ერთად ვიზრუნეთ. თუ რამე შესაღებია, მე ვარჩევ ფერს და შემდეგ ვღებავ. ორივეს ძალიან მოგვწონს გარემო, რომელიც ერთად შევქმენით... განაგრძეთ კითხვა