სიახლე

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება
ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება.

სინოპტიკოსები გვირჩევენ, რომ დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება.

მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი.

მეტეოროლოგი, ჯო ბასტარდი ეთანხმება ევროპელი კოლეგის განცხადებას.
"ამ სეზონზე განსაკუთრებული სიცივე იქნება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს არქტიკიდან მომავალი ჰაერის მასები, დიდი ოდენობით ევროპაზე გაივლის" - ამბობს ბასტარდი.


გარდა ამისა, დიდ მღელვარებას იწვევს, მზის ინტენსივობის შემცირება, რის გამოც, ჩვეულებრივზე უფრო დაბალი ტემპერატურა იქნება. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93