სიახლე

ჟურნალ “ბომონდის” მორიგ წვეულებას, რესტორანმა „დაუნთაუნმა უმასპინძლა“ (+ფოტო)

ჟურნალ “ბომონდის” მორიგ წვეულებას, რესტორანმა „დაუნთაუნმა უმასპინძლა“ (+ფოტო)
წელს ყველაზე გლამურული და ქალბატონებთვის საყვარელი ჟურნალი „ბომონდი“ იუბილარია. მას დაარსებიდან 20 წელი უსრულდება. სწორედ ამის აღსანიშნავად, ბომონდი აწყობს ივენთების სერიას. 27 ოქტომბერს ერთ-ერთ ასეთ წვეულებას უმასპინძლა ჟურნალ „ბომონდის“ ერთგულმა პარტნიორმა, რესტორნების ქსელმა„Downtown“-მა. ღონისძიება გაიმართა, „დაუნთაუნის“ ახალგახსნილ ფილიალში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში, მარჯანიშვილის 5 ნომერში მდებარეობს.

აქ თქვენ შეგიძლიათ შემოდომის და კარზე მომდგარი სუსხიანი ზამთრის საღამოები მყუდროდ, გემრიელად და საინტერესოდ გაატაროთ. რესტორანი მომხმარაბელს სთავაზობს ევროპული და ქართული კეძრების განახლებულ არჩევანს და მაღალი
ხარისხის მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანიის ახალი პროფილია ფურშეტების სრული სერვისი.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდათ სასიამოვნო გარემო, ფურშეტი კერძების ფართო არჩევანით, ცოცხალი მუსიკა და ბევრი სურპრიზი.ღონისძიების გენერალურმა პარტნიორმა, პროფესიონალურმა ბრენდმა „სიოსმა“, სახალისო კონკურსი ჩაატარა, მოწვეულ სტუმრებს შორის თავისი რჩეული „სიოსის გოგო“ გამოავლინა და ბრენდისგან საჩუქარი გადასცა. სიოსის რჩეული კრისტი ყიფშიძე გახდა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგნელები და ასევე უცხოელი სტუმრები. დამსწრეებს შეეძლოთ სახალისო შეჯიბრებეში მონაწილეობა და პრიზების მოგება. „ბომონდმა“ ლოტოტრონში გამარჯვებულებს
მრავალფეროვანი საჩუქრები გადასცა, თითოეულმა გამარჯვებულმა საჩუქარი პროფესიონალურ ბრენდ სიოსისგანაც მიიღო. ხოლო „დაუნთაუნმა“ მოაწყო შეჯიბრება მისი საფირმო და დაუნთაუნის ქსელში პოპულარული კოქტეილის „აპეროლ შპრიცის“ დამზადებაში და გამარჯვებულები რესტორნის სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.


სტურმების კარგ განწყობაზე, საღამოს წამყვანებმა მანიკა ასათიანმა და მიკი ჯეჯელავამ იზრუნეს , წვეულებას ასევე აფორმებდა ბენდის მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა. ღონისძიება დაგვირვინდა ტორტის საზეიმო გაჭრით და ფოირვერკით.
იხილეთ ფოტოგალერეა


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93