სიახლე

უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..

უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..
თანა ფრენჩი - საკმარისია, დეტექტიური რომანებით ცნობილი ამ მწერლის რომელიმე წიგნი გადაფურცლოთ და თავს ვეღარ დააღწევთ, ისინი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეჭვი, ინტრიგა, საიდუმლოებები, სიმართლის ძიებაში წარმოქმნილი ლაბირინთები... მკითხველს გულგრილს ვერ ტოვებს.
თანა ფრენჩის წიგნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნა. მათ შორისაა საქართველოც. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ ”ტოპ თრილერში" მწერლის დეტექტიური რომანი ”უღრან ტყეში" გამოიცა.
უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს...… უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება...
დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობისდროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს - მისი
ორი მეგობარი ტყეში უკვალოდ დაიკარგა, თავად კი სისხლში ამოთხვრილი ძლივს იპოვეს - ბიჭს აღარაფერი ახსოვდა.
გავიდა დრო.
იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი… და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა.
თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს - მხოლოდ ჭორებითა და ბუნდოვანი მოგონებებით ვერ ამოხსნის გოგონას იდუმალებით მოცულ მკვლელობის საიდუმლოს.
მაგრამ რობ რაიანი გრძნობს, რომ გოგონას მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის, თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში უღრან ტყეში.

თანა ფრენჩი 1973 წელს დაიბადა. მამამისი ეკომონიკური მრჩეველი გახლდათ და მრავალ ქვეყანაში უწევდა მუშაობა, სადაც ოჯახთან ერთად იდებდა ბინას. შესაბამისად, თანა ფრენჩი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ირლანდიაში, იტალიაში, ამერიკასა და მალავის რესპუბლიკაში. ამჟამად ის ამერიკისა და იტალიის მოქალაქეა. 1990 წლიდან მოყოლებული, დუბლინში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ თანა ფრენჩი პროფესიით მსახიობი გახლავთ, მუშაობს როგორც თეატრში, ასევე კინოში და ახმოვანებს ფილმებს. დღეისათვის თანა ფრენჩი არაერთი რომანის ავტორია. მის წიგნებს მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული.

”უღრან ტყეში" მსახიობი მწერლის სადებიუტო რომანია, რომელიც 2007 წელს გამოიცა და ავტორისთვის ნამდვილად ფეხბედნიერი აღმოჩნდა. რომანმა 2008 წელს დეტექტიურ ჟანრში პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. მაგალითად – ედგარ პოს, Anthony Award-ის, Barry Awards-ის პრემიები და Macavity Awards-ის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის.


თინათინ შავლაძე

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93