ბრიტანელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მკერდის კიბოს ყოველი მეექვსე შემთხვევა არა სიმსივნური წარმონაქმნით, არამედ სხვა სიმპტომების გამოვლენით იწყება.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნული დაავადების მქონე 2300 ქალის ჯამრთელობის ისტორია შეისწავლეს, მოუწოდებენ ქალებს, უფრო ყურადღებით იყვნენ და ექიმთან ვიზიტი ნებისმიერი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში დანიშნონ.
მეცნიერების განმარტებით, ძუძუს თავის ნებისმიერი სახის ცვლილების ან გამონადენის შემჩნევის შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შეშფოთება იღლიის ლიმფური კვანძების შესიებამ, სარძევე ჯირკვლების ანთებამ და წყლულების გაჩენამაც უნდა გამოიწვიოს.
სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან წასვლას არ ჩქარობენ.
"ადამიანებმა, სავარაუდოდ, არ იციან, რომ მკერდის კიბო შესაძლოა, სხვადასხვანაირად გამოვლინდეს და მისი წარმოშობა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენას არ უკავშირდება"- განაცხადა ინსტიტუტის პროფესორმა კარენ კენედიმ. იხილეთ სიმპტომები