ხშირად გვესმის უფროსი თაობისგან, როცა ზიხარ, ფეხი ფეხზე არ უნდა გადაიდოო, მაგრამ ვერავინ გვიხსნის, თუ რატომ. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რატომ არის ეს პოზა საშიში ორგანიზმისთვის და როგორ დავსხდეთ სწორად.
როგორ დავსხდეთ სწორად
როცა ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული, ეს უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის მუშაობაზე. საქმე ისაა, რომ ერთი ფეხის ძარღვები იჭიმება მეორის სიმძიმის წნევის ქვეშ.
ამის გამო ირღვევა ძარღვებიდან სისხლის გამოდინების პროცესი, თხელდება ძარღვის კედლები და ჩნდება ძარღვების ვარიკოზული გაფართოება.
ამ პოზაში ხანგრძლივად ყოფნა ზემოქმედებს ხერხემალზე. მისი ქვედა ნაწილი იღუნება. დროთა განმავლობაში ეს გავლენას იქონიებს გამართულ ზურგზე.
ასევე, შესაძლოა, ზურგის მიდამოში ტკივილები დაგეწყოთ.
ამ პოზაში ხანგრძლივად ყოფნის დროს გულზე დიდი დატვირთვა მოდის, რის შედეგადაც დაბლა იწევს არტერიული წნევა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა.
იოგას მიმდევრებს სწამთ, რომ ეს პოზა ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ენერგეტიკაზე: იკეტება ენერგიის ნაკადი ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებს - ჩაკრებს შორის.
ეს პოზა განსაკუთრებით საზიანოა ორსულთათვის. ამ პერიოდში ქალის გული ორის ნაცვლად მუშაობს, ფეხის ფეხზე გადადება კი ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. ამის გამო ნაყოფს მიეწოდება სისხლი, რომელშიც ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ არის.