ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში წესი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, სკოლაში გოგონებს გაშლილი თმის, ბიჭებს კი ჯინსის შარვლის ტარება ეკრძალებათ.
ამის შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ზე გავიდა. მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში აღნიშნულ სიუჟეტს ეხმაურება და პირად გამოცდილებას იხსენებს:
"პ.ს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნიათმეარები უნდა მოვყვე:
მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი, რომელიც მდედროთი სქესის იყო, სექსუალურად გვავიწროვებდა კლასის გოგოებს და ჩემი აზრით, ბიჭებსაც; თმა არ გაიშალო, ბეჭდები არ გაიკეთო, გოგოები ერთმანეთში თუ დაქალობდნენ (10-12 წლის ბავშვები), ესე იგი, "ლეზბიანკები" იყვნენ და სკოლა რას იფიქრებდა.. პირადად მე - ევროპული აზროვნება აქვსო და დედაჩემს იბარებდა... ევროპა მაშინ მხოლოდ გეოგრაფიაში მქონდა თვალმოკრული. ძალიან მწყინს რომ მაშინ, 10-12 წლის ასაკში არაფერი ვიცოდი ჩემი უფლებების შესახებ, არც სექს. შევიწროვების შესახებ, დიდად არც შეპასუხების შესახებ, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეგეთი რაღაცები არავის უსწავლებია. მერე სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ერთხელ ბიჭებმა (ის ბიჭები ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ) მერხებზე რაღაცები დაჯღაბნეს, დამრიგებელმა კი გოგოებს დაგვავალა მეორე დღეს კლასში ქლორის და სახეხის მოტანა და მერხების გახეხვა; მანდ უკვე 14 წლის ვიყავი და ქლორი და გახეხვა კი არა, თავის დაცვა ვიცოდი (მაგრამ სექს.შევიწროვება ისევ არ ვიცოდი) და შესაბამისად, არავის მერხი არ გამიხეხავს იმის გამო, რომ ქალი ვარ და ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა.. ერთხელ სკოლის დირექტორმა სკოლის კარიდან გამაბრუნა სახლში (სახლში არ წავსულვარ, არც ჩემი მშობლისთვის დაურეკავთ, ანუ რომ მოვმკვდარიყავი, პასუხს სკოლა აგებდა), იმიტომ, რომ ელასტიკი/ლეგინსი მეცვა და ალბათ, ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა (?!) - ოღონდ კონკრეტულად ჩემი, იმიტომ, რომ იმ სკოლის მოსწავლე გოგოების დაახლოებით 40%-ს, მეტს თუ არა, ზუსტად იგივენაირი ელასტიკი ეცვა.. 17 წლიდან ვმუშაობ და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. არასდროს არავის არ შევუვიწროვებივარ, არასდროს არ მიგრძვნია ჩემ მიმართ გამოხატული ზედმეტი და შემაწუხებელი ყურადღება, იმიტომ, რომ ჩემი თავის, ჩემი უფლებების დაცვა ვისწავლე. არც ახლა და არც არასდროს არ იქნება ჩემი ვალდებულება-მოვალეობა რაღაცების ხეხვა, გამზადება, დალაგება. გაგრძელება