დარწმუნებულნი ვართ, არც კი გსმენიათ ამ ხერხებიდან უმეტესობაზე. ლუდი - არამხოლოდ გემრიელი სასმელია, არამედ უნივერსალური საშუალებაა უამრავი რამისთვის.
1. ლუდი კანს გლუვს გახდის
ლუდი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანის დაბერებას ეწინააღმდეგება. აქრობს პატარა ნაოჭებს, ჭიმავს კანს.
ლუდის ნიღაბი: 1 ს.კ. ლუდი, კვერცხის ცილა და 3 წვეთი ნუშის ზეთი, წაისვით სუფთა კანზე შერეული ინგრედიენტებისგან მიღებული მასა და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.
2. ლუდი კვებავს თმას და ხელს უწყობს სწრაფად ზრდას
В ვიტამინით მდიდარი ლუდი შესანიშნავია თმის ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ, შეიზილეთ ერთი ჭიქა ლუდი თმაში და გაიჩერეთ 5 წუთით. დაიბანეთ გრილი წყლით. თმა ბზინვარებას შეიძენს, როგორც რეკლამაში.
3. ლუდი - მშვიდი ძილისთვის
მოსინჯეთ მარტივი ხერხი: ამოავლეთ ბალიშის პირი ლუდისა და წყლის ხსნარში, პროპორციებით 1:1. ქსოვილი ალაოს არომატს შეიწოვს, ალაოს კი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
4. ფეხების დაღლილობის მოხსნა
ჩაასხით თასში ცივი ლუდი და ჩაყავით ფეხები მძიმე სამუშაო დღის მერე.
5. კანის მკვდარი უჯრედების მოცილება
შეურიეთ 1 მუჭა მარწყვი და 2 ს.კ. ლუდი. დასრისეთ. მიღებული მასა წაისვით კანზე და შეიძილეთ. დაიბანეთ სახე გრილი წყლით.
6. ხორცის დარბილება
ლუდი შესანიშნავად არბილებს მაგარ ხორცს მარინადისთვის. მოასხით ძროხის ხორცს ლუდი და შეინახეთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში.
7. ხის ავეჯის განახლება
დაალბეთ ჩვარი ლუდში და მოუსვით ხის ავეჯის ზედაპირს. ავეჯი პირვანდელ ბზინვარებას დაიბრუნებს.
8. მავნებელი მწერებისგან თავის დასაცავად
ლუდს შეუძლია პიკნიკის დროს მომაბეზრებელი ბუზებისგან გიხსნათ. ჩაასხით ლუდი ჭიქაში, დააფარეთ ფოლგის ნაჭერი, დახვრიტეთ რამდენიმე ადგილას. ყველა ბუზი ჭიქაში აღმოჩნდება.
9. ლითონის ნაკეთობების გაწმენდა
ლუდი იდეალურია ლითონის ნაკეთობების გასაწმენდად. უბრალოდ, ჩაალბეთ ხელსახოცი ლუდში და მოუსვით ზედაპირს. მათი ბზინვარება გაგაოცებთ.
10. ჟანგის წინააღმდეგ
თუ ჟანგიან ჭანჭიკს ლუდს დავასხამთ, რამდენიმე წუთში მას იოლად მოვხსნით.