დაზამთრდა და გახშირდა დაავადებები, რომლებსაც ხალხში გაციებას ეძახიან.
ზოგჯერ არც ტემპერატურაა მომატებული, თავსაც არ გრძნობ ურიგოდ, მაგრამ ხველა მთელ ძალ-ღონეს გართმევს და გფიტავს.
როგორ მოვიშოროთ ხველა? რომელი ხალხური საშუალებები დაგვეხმარება ამაში?
სამკურნალო საშუალება ხველის თავისებურებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ხველის პირველი ნიშნები
ხველა ყელში ღიტინისა და სიმშრალის შეგრძნებით იწყება. როგორც კი ამ ნიშნებს იგრძნობთ, მაშინვე დაიწყეთ სალბის, მენთოლისა და ძირტკბილას შემცველი აბების წუწნა (მათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ). ინფექციას გავრცელების საშუალება არ მისცეთ, ეს აბები რაც შეიძლება ხშირად წუწნეთ.
თუ საწუწნი აბების ყიდვის საშუალება არ გაქვთ, თავად მოამზადეთ: ნელ ცეცხლზე გააცხელეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი; როცა გადნება და თაფლისფერი გახდება, შაქრიანი კოვზი ცივ წყალში ჩადეთ. ასეთი შაქარყინული ძალიან უხდება ახალდაწყებულ ხველას.
მშრალი ხველა
მშრალი ხველა უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სველი. ის თითქოს შიგნიდან გიგლეჯს ყელს, ამოხველებას კი ვერ ახერხებ. ამ დროს ასე მოიქეცით: ჩაისუნთქეთ საშუალო სიღრმეზე და მუცლის კუნთების შეკუმშვით რამდენჯერმე წამოახველეთ. ეცადეთ, დაუძაბავად ახველოთ, რომ ბრონქები არ გაიღიზიანოთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ ხველისას ხელისგული მუცელზე მიიჭიროთ.
მშრალი ხველის დროს დღეში 2-3-ჯერ გაიკეთეთ ორთქლის ინჰალაცია: ისუნთქეთ ცხელი ტუტე მინერალური წყლის ორთქლი. საინჰალაციო წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ანისულის და წვეთი სოჭის ზეთი.
ნახველიანი ხველა
თუ ხველა ნახველიანია, მაგრამ ნახველის ამოღება გიჭირთ, ნახველის გამათხიერებელი საშუალებები დაგეხმარებათ.
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის (კოვზის წვერით) ანისული, დარიჩინი, ბეგქონდარა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში და დალიეთ.
სველი ხველის დროს ეფექტურია ასეთი სასმელიც: 3/4 ჭიქა ცხელ რძეს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ბორჯომი და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ. გაგრძელება