შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, საქართველო ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს მაცხოვრის შობას, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს ასევე ტრადიციული კითხვები:
რას ნიშნავს "ძველი" და "ახალი" სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის გათვითცნობიერება ორიოდე სიტყვით ძალიან რთულია, ვინაიდან ეს საკითხი ოდითგანვე ღრმა ანალიზისა და კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის გზა, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა და რომლისგანაც საუკუნეების მანძილზე არც ერთი მისხალით არ გადაუხვევია. აქედან გამომდინარე, ყველა საეკლესიო თარიღი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად მოთხოვნასთან, რაც საეკლესიო დღესასწაულის მოწესრიგებული წესით განლაგებასა და ჰარმონიულ თანწყობას გულისხმობს, ანუ რასაც იესო ქრისტე შეეხო, ყოველივე განწმინდა. გაგრძელება