რეიტინგული სერიალის, "ხელოვნური სუნთქვის" მეორე სეზონი დასრულდა.
მეორე სეზონის 32-ე სერია სერიალის მთავარი გმირის, შოთას (თორნიკე გოგრიჭიანი) დაკავების სცენით დასრულდა. სერიის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში კი სერიალის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გავრცელდა:
"მეგობრებო, "ხელოვნური სუნთქვის" მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!
ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა "ხელოვნური სუნთქვის" მესამე სეზონი" - ვკითხულობთ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში. გაგრძელება