სიახლე

10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს

10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს
სიყვარულის დღეს უამრავი საჩუქრით შეგიძლია დაამახსოვრო თავი საყვარელ ადამიანს, რომანტიკული ვახშმით დაწყებული, სუნამოთი დამთავრებული. თუმცა მხოლოდ ერთი საჩუქარი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და ისეთივე ხანგრძლივად მოქმედია, როგორიც თვითონ სიყვარული - ეს არის წიგნი.

დიახ, ყველა ოცნებობს ისეთ სასიყვარულო თავგადასავლებზე, როგორიც წიგნებშია და რამდენიც უნდა წაიკითხო, მაინც არასოდეს გბეზრდება სხვადასხვა მწერლის თვალით დანახული სასიყვარულო ისტორიების კითხვა. იქნებ სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, საყვარელ ადამიანს აჩუქო მსგავსი წიგნი ამ დღეს. შევეცადეთ, მსოფლიოში არსებული უამრავი სასიყვარულო რომანიდან შეგვერჩია 10 საუკეთესო, რომელიც აუცილებლად უნდა აჩუქო საყვარელ
ადამიანს ვალენტინობის დღეს.

1 ჯილ სანტოპოლი - "დაკარგული სინათლე"



ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გები ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერსს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისათვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო - გეიბი აღმოსავლეთის ცხელ წერტილში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუისი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია...

2. სესილია აჰერნი - "სიყვარულით, როზი"


როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის, მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს - ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება...
როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა თუ სიხარულს, ანუგეშებენ, დროდადრო ჩხუბობენ კიდეც, ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ.
და თითქოს რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ - თითქოს...

3. თეა ინასარიძე - "გათხოვილის დღიური"



წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ. თუ როგორ ტრანსფორმირდა მხიარული და თავგადასავლების მოყვარული გოგონას ცხოვრება - დაქორწინების შემდეგ. გმირი ვერ ეგუება რუტინას და უმოქმედობას. აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა გარშემომყოფებისთვის აქტუალობას კარგავს და თუ არ „გაცურავს“, ჭაობში ჩაიძირება. ამიტომ, გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება და დააბრუნოს ის ექსცენტრიული გოგო, რომელიც ერთ დროს მასში ცხოვრობდა.

4. ელიფ შაფაქი - "ევას სამი ქალიშვილი"


ელიფ შაფაქის რომანი „ევას სამი ქალიშვილი“ არის სტამბოლში დაბადებული თურქი გოგონას თავგადასავალი, რომელიც არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ჩვენთვის საკმაოდ ახლობელიც შეიძლება იყოს, რადგან წიგნის მთავარი პერსონაჟი ოქსფორდის სტუდენტი ხდება და მისი ისტორია, ძალიან ჰგავს ბევრი ქართველი სტუდენტის მთავარ პრობლემას, როცა ისინი მათთვის კულტურულად უცხო და ახალ გარემოში აღმოჩნდებიან ხოლმე. რაც შეეხება ელიფის ამ წიგნის მთავარ პერსონაჟს, მისი ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობა არის ამ რომანის ძირითადი ლაიტმოტივი,“ - დათო ტურაშვილი

5. გვანცა გუბელაძე - "შულამელი გოგონები"



„შულამელმა გოგოებმა“ - უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა... უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...“შვედეთიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული ლილე, შემთხვევით იოანეს წააწყდება. ამ ორ ადამიანს მხოლოდ წარსული აერთიანებს. ლილე იოანეს, დაუფიქრებლად სთხოვს შუამთაში წაყოლას. იოანეც თანხმდება. შუამთაში ისინი ძველ შენობაში ჩაიკეტებიან და სწორედ აქ პოულობენ XVI საუკუნის ხელნაწერებს. ხელნაწერებს ერთი ფურცელი აკლია, არავინ იცის, რა წერია ამ ფურცელზე. ეს არის მიჩქმალული ისტორია, ეს არის ქალის გრძნობების დღიური. ჩვენ ვხედავთ, ნელ-ნელა როგორ ცვლის ეს ისტორია ლილეს. ის, როგორც გაუცხოებულ სამყაროში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ეძებს სიყვარულს, თუმცა, თავად არ ცდილობს, გასცეს.
ასეთ სამყაროში ადამიანები გარბიან, ხელს ჰკრავენ ერთმანეთს, მუდმივად სადღაც ეჩქარებათ, მუდმივად სადღაც აგვიანებენ, ცხოვრობენ ქაოსში და მაინც, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ქაოსში?
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ XXI საუკუნის ტექსტი, მაგრამ ვერ შევცვლით იმას,რაც უკვე დაიწერა.

6. ელის დოჯსონი - "რაფლეზია"


ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს, რადგან შხამიანია. რაფლეზია პარაზიტია, სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და... გვამის სუნი ასდის... ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა. ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს, ოჯახური ცხოვრება აუტანელ რუტინად ექცა და მიხვდა, რომ არიან სიამის ტყუპივით, თითქოს ერთი მოკვდა და მეორე ზიდავს ამ მძორს... სწორედ ამ დროს სულზე მოუსწრო მივლინებამ მაროკოში, სადაც თურმე სიყვარული ელოდა, მარაქეშის მზის სხივებივით მწველი და თავბრუდამხვევი სიყვარული. ანდამატივით მიმზიდველია ანალიზა, მზეზე მოხალული კანით, ლურჯთვალა და ცეცხლოვანი... მის გვერდით ხელახლა დაიბადა და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება ანალიზას ვეღარაფერი დააშორებს! მაგრამ... რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ, რომელიც, წესით, სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს, და რა შუაშია რაფლეზია - თვალწარმტაცი ყვავილი, რომელსაც გვამის სუნი ასდის... წიგნში მოთხრობილი სულისშემძვრელი ამბავია პასუხი ამ კითხვებზე.

7. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "დიდი გეთსბი"


ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი.

8. ენ, შარლოტა და ემილი ბრონტეები - "ჯეინ ეარი"


ჯეინ ეარის პერსონაჟი, მისტერ როჩესტერის მსგავსად, უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა.
"ქარიშხლიანი უღელტეხილი" - ასეთი სულის შემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი“.

9. ნათია ჯაგოდნიშვილი - "ცდუნება"


ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე....

ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული.

როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები?

10. ელიზაბეტ გილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"



„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს, სიმშვიდისკენ მიმავალ გზას და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
აკა-კა
"ვეფხვისტყაოსანი" ??? ს პერვა პოდუმაი, ა პოტომ გავარი!
15:52 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28