ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე საფრანგეთში მუშაობს და პარიზში, "ბიშას" კლინიკაში, სადაც ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე გარდაიცვალა, მეგობარი კოლეგები ჰყავს.
ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ ნუცას მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმა ჰქონდა, რის დროსაც გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.
გოგონა 5 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას ჰგავდა, მაგრამ უცებ შეუქცევადი პროცესები დაიწყო. "ეს იყო ელვისებური მენინგოკოკცემია. საათებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, მერე კი უკვე მიზერულია შანსები. 3 დღე გასტროენტერიტის კლინიკა ჰქონდა, მე-4 დღეს - ართრალგია (სასხრების ტკივილი) და მე-5 დღეს გონება დაკარგა. მენინგოკოკცემიის ნიშნები მანამდე არ ჩანდა, საათებში დამძიმდა" - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ქეთი ლობჟანიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. გაგრძელება