რამდენიმე თვის წინ ირინა სარიშვილმა "ფეისბუქზე" ტრაგიკული ამბის შესახებ დაწერა.
მისი ინფორმაციით, ორი თვის ბიჭი, რომლის შვილად აყვანას აპირებდა, გარდაიცვალა. როგორც ცოტა ხნის წინ სარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უკვე გაარკვია. მისი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პატარას დაღუპვის მიზეზი შესაძლოა ექიმების დაუდევრობაც ყოფილიყო.
"მძიმე დღე მაქვს დღეს.
ყველამ მაპატიეთ, რომ ახლა ჩემს განცდებს მოგახვევთ თავს.
ალბათ იმიტომ, რომ მარტოს მიჭირს ამ ყველაფრის გადატანა.
დღეს საბოლოოდ დამიდასტურეს ის, რაც ამ ხნის განმავლობაში ეჭვის და ინტუიციის დონეზე ვიცოდი.
ჩემი გიორგი სახლში გამოყვანიდან რამდენიმე დღით ადრე განმეორებით რეანიმაციაში მოხვდა იმიტომ, რომ ერთ-ერთი კვების მერე ხელში არ დაიჭირეს, პირდაპირ დააწვინეს და პალატიდან გავიდნენ. გიორგის ძალიან სუსტი ხმა ჰქონდა, ვერავინ გაიგო მისი ტირილი და გული აერია, შემდეგ კი გადასცდა.
რეანიმაციაში მკურნალ ექიმთან შეუთანხმებლად (მე ეს არ ვიცოდი) გიორგის უმატებდნენ საკვების დოზას ისეთი ტემპით, რაც არ შეიძლებოდა. გაგრძელება