მეცნიერები უკვე კარგა ხანია არ დავობენ იმაზე, რომ ქრონიკული პათოლოგიების აღმოცენების მიზეზი უჯრედულ დონეზე მიმდინარე დარღვევებია.
ნივთიერებათა ცვლის პროცესში სისხლში ჭარბად გამოიყოფა უჯრედთა ცხოველმყოფელობის გადაუმუშავებელი პროდუქტები, თანაც, მჟავა ბუნების. ამ ე.წ. მჟავა ნარჩენების განეიტრალებაზე პასუხისმგებელია ორგანიზმის ბუფერული სისტემები, რომელთაც მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება ევალება, ასევე - ტუტე მინერალები. ბუფერული სისტემების ფუნქციობის დარღვევა და ტუტე მინერალების ნაკლებობა (არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრა ორგანიზმში) არღვევს მეტაბოლური ქანქარას მუშაობას, შესაბამისად, იწვევს ორგანიზმის “დაბინძურებას” მეტაბოლური წიდებით. ხშირად საკმარისია დაავადების მიზეზის ლიკვიდაცია, რომ იწყება თვითგანკურნება. ბევრი დაავადების მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ხშირად სწორედ მჟავა მეტაბოლიტებისაგან ორგანიზმის გაწმენდა გვევლინება.
ორგანიზმის გატუტიანების, მჟავა ბუნების წიდებისაგან მისი გაწმენდისა და სისხლის შედგენილობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწვანილი, უფრო კონკრეტულად, ე.წ. მწვანილის პიურე, რომელიც შეიცავს ქლოროფილს. დიახ, ნუ გაიკვირვებთ - ქლოროფილის შემცველი მწვანილის ცოცხალი მასა!
საყურადღებოა ისიც, რომ ქლოროფილის გამოყენება ექსტრაქტის (გამონაწვლილის), ფხვნილის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით ვერ ცვლის მწვანილის ახალგაწურულ წვენს.
სამკურნალო დოზები
ყოველდღიურად რეკომენდებულია ჭამის წინ დღეში 3-4-ჯერ არანაკლებ 3 სადილის კოვზი მწვანილის წვენის მიღება (მაქსიმალური დოზა 50-100 გრამი).
მწვანილის ახალგაწურულ წვენში შემავალი ქლოროფილი შეიცავს ნივთიერებათა მთელ კომპლექსს (კოფერმენტები, ვიტამინები, აუქსინები, გააქტიურებული მინერალები). აღნიშნული ნივთიერებები მეტაბოლური ქანქარას წონასწორობის შენარჩუნებას განაპირობებს. ამასთან, უნარჩუნებს უჯრედულ მემბრანებს აუცილებელ მუხტს. გარდა ამისა, მწვანილის წვენში უხვადაა ფიტოალექსინები, ანტიოქსიდანტები, ონკოპროტექტორები. არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ცოცხალი ქლოროფილის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის გამომუშავება. ამ შეუცვლელი მჟავას მარაგის შესავსებად (აუცილებლობის შემთხვევაში) ბევრი მიმართავს სელის ზეთის ან თევზის ქონის მიღებას. გახსოვდეთ, უმჯობესია ორგანიზმის სტიმულაცია აუცილებელ ნივთიერებათა დამოუკიდებლად სინთეზისათვის (შექმნისათვის), ვიდრე ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ხელოვნურად შეყვანა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ომეგა-3-ის მიღება მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს ქლოროფილის ნაკლებობით გამოწვეულ დარღვევებს.
იმ ქათმების კვერცხი, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ხელოვნური საკვებით და არ ჭამენ მწვანილს, არასრულფასოვანია, არ შეიცავს ყვითელ გულში ომეგა-3-ს და სხვა საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს. საოცარი შედეგებია მიღებული ზღვის გოჭებზე ჩატარებული ექსპერიმენტებითაც - საკვებ რაციონში მწვანილის დეფიციტის გამო ცხოველები სწრაფად სუქდებოდნენ, აგრესიულები ხდებოდნენ, სცვიოდათ ბეწვი, სიცოცხლის ხანგრძლივობა 40%-ით უმოკლდებოდათ.
ამგვარად, სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლა ქლოროფილის გარეშე წარმოუდგენელია. ქლოროფილს კი ვერაფერი ანაცვლებს! სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანილს ძალიან ცოტას ან საერთოდ არ მიირთმევენ, ასაკთან ერთად უამრავი ქრონიკული პათოლოგიის მსხვერპლნი ხდებიან, მათ შორის - უკურნებელი დაავადებების, ონკოლოგიური პათოლოგიების და სხვა. ისინი ადრე ბერდებიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მცირდება. გაგრძელება