"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება! შოუს ახალმა, მეოთხე სეზონმა დღეს აიღო სტარტი ფილარმონიაში, სადაც პირველი შესარჩევი ტური გაიმართა.
ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.
მთავარი მოლოდინი პირველ შესარჩევ ტურზე ჟიურის წევრებისკენ იყო მიმართული - შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ... ლელა წურწუმია! მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს. გაგრძელება + ფოტო