პატარა ლურჯი არსებები დიდ ეკრანზე ბრუნდებიან. Sony Pictures Animation სმურფების მესამე ნაწილს შემოგვთავაზებს, რომლის რეჟისორი კელი ასბური, პროდიუსერი ჯორდან კერნერი, ხოლო თანაპროდიუსერი ნერიელ ენბოუდერი იქნება.
'' სმურფები: დაკარგული სოფელი" - ეს არის ახალი სათავგადასავლო კომედია, სადაც მომღერალი დემი ლოვატო სმურფეტას გაახმოვანებს, მსახიობი რეი ნუილსონი სმურფების მტრის, გარგამელის როლს მოირგებს, ხოლო მამა სმურფი Emmy-ს გამარჯვებული მენდი პატინკინი იქნება.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს თავგადასავლებით სავსე სახიფათო მოგზაურობაზე, რომელსაც სმურფეტა და მისი მეგობრები აკრძალულ ტყეში სმურფების ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლოს აღმოსაჩენად მოაწყობენ.
ანიმაცია თავდაპირველად 2015 წლის 14 აგვისტოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, 2014 წელს პრემიერა 2015 წლის 5 აგვისტოსთვის გადადეს, 2015 ში კიდევ ერთხელ შეცვალეს თარიღი და დააანონსეს, რომ ფილმი 2017 წლის 31 მარტს გამოვიდოდა. საბოლოოდ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 25 მარტს შედგება.