სიახლე

9 ილეთი, რომელსაც მხოლოდ უნიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანები აკეთებენ

9 ილეთი, რომელსაც მხოლოდ უნიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანები აკეთებენ
ყველა ადამიანი თავისებურად უნიკალური და ნიჭიერია. უცნაურის დანახვისას შეიძლება გაიფიქროთ, რომ თქვენც შეძლებთ მსგავსის გამეორებას, მაგრამ არსებობს 9 ილეთი, რომელსაც მხოლოდ უნიკალური ადამიანები აკეთებენ.
ენით მისწვდე ცხვირს

თუ შეძელით, უნიკალური ადამიანი ყოფილხართ. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს შეუძლია ენის წვერით ცხვირის წვერს მისწვდეს.

პარალიზებული თითი


გაშლილი ხელები მიადეთ ერთმანეთს. გადააჯვარედინეთ შუათითები. დააშორეთ ერთმანეთს საჩვენებელი თითები. გამოგივიდათ? კარგია, ახლა უსახელო თითები დააშორეთ. არ გამოგივათ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გამოსდით. საქმე იმაშია, რომ შუა და უსახელო თითის
მყესები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ასეთ ილეთს მხოლოდ ერთეულები აკეთებენ. 

გატეხო კვერცხი


რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ კვერცხის გატეხვას ვერ შეძლებთ? შეეცდებით, საწინააღმდეგო დაამტკიცოთ? მაშინ აიღეთ კვერცხი, მოკიდეთ საჩვენებელი და დიდი თითი და ეცადეთ გატეხოთ. დარწმუნებულები ვართ, არაფერი გამოგივათ, რადგან ასე კვერცხი არ ტყდება. 

ჰიპერმოქნილობა


ბუნებაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანი (მსოფლიოში მხოლოდ 20 პროცენტი), რომელსაც იდაყვის ორივე მხარეს გაწევა შეუძლია. 

თითების შესაძლებლობა


თუ ცდილობთ გაიმეოროთ სურათზე ნაჩვენები ილეთი, ჯერ კარგად დაიმუშავეთ და გაათბეთ თითები. ჰიპერაქტიური თითები ვარჯიშით შეგიძლიათ განავითაროთ. 

შემოხაზეთ 6, ფეხი კი საათის ისრის მიმართულებით ამოძრავეთ


ასწიეთ ფეხი ჰაერში, წრიულად ამოძრავეთ და ხელით ექვსიანი შემოხაზეთ. ტვინი დაიბნევა და ცოტა ხანში ორივე კიდური ერთი მიმართულებით იმოძრავებს. 

ხელების მართვა ერთი სიჩქარით


კიდევ ერთი ილეთი - ერთი ხელი საათის საწინააღმდეგო მხარეს ამოძრავეთ, მეორე საათის მიმართულებით. ხელები ამოძრავეთ სწრაფად. ცოტა ხანში დაინახავთ, რომ ხელები მოძრაობს ერთი მიმართულებით და სხვადასხვა სიჩქარით. 

კედელს არ მოშორდეთ და ნივთი ისე აიღეთ


ზურგით მიეყრდენით კედელს და სცადეთ, ძირს დაგდებული ნივთი აიღოთ. ისე, რომ ტერფები არ ამოძრაოთ. შეუძლებელია, ადამიანი წონასწორობას დაკარგავს.

სუპერძალა

დასვით მეგობარი სკამზე და სთხოვეთ, გადააჯვარედინოს ხელები. მიადეთ შუბლზე საჩვენებელი თითი. ახლა შეეცადოს და ადგეს. ვერ ადგება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
კიიი...ვიცნოოობ
უგულავა...ბოკერია...ყველაფრიდაააან უსტვენენნნნნ....
18:27 / 30-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ქართლოსი
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას. მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის, ღმერთი მიუზღავს საკადრისს. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია.
11:11 / 11-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93