ცხელი ზაფხული ცივი ნაყინის გარეშე - წარმოუდგენელია! ჭიქის ნაყინი, ესკიმო, ნაყინი შოკოლადის მინანქრით, ნაყინი მარწყვით... ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის: „მე არ მიყვარს ნაყინი!“ და რომელმაც ამდენ სახეობას შორის ვერ იპოვა თავისი საყვარელი...
რა ჯობია ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი გემრიელობით პირის ჩატკბარუნებას? დღეისათვის არჩევანი კი მართლაც ძალიან მრავალფეროვანია: ნაღების ნაყინი, პლომბირი; სორბე; ნაყინის ტორტები. არადა, აქამდე მოსასვლელად ნაყინმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა. ხუთი ათასი წლის წინ, ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იქაური მცხოვრებლები ბროწეულის მარცვლებს, დაჭრილ ლიმონს ან ფორთოხალს ყინულის ნატეხებს და თოვლს ურევდნენ - აი, ისიც, ნაყინის სავარაუდო პირველი რეცეპტი. სანამ ამ ცივმა დესერტმა მთელი ევროპა მოიცვა და გემრიელი ევოლუცია განიცადა, ასწლეულები გავიდა...
ნაყინი მეც ძალიან მიყვარს და ხშირად მივირთმევ. მიყვარს სხვადასხვა სორტის დაგემოვნება. ზაფხულობით, მე და ჩემი მეგობრები ნაყინის საჭმელად სპეციალურად დავდივართ სხვადასხვა სანაყინესა თუ კაფეში. ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ამერიკული რესტორნების - „ვენდის“ ქსელია, სადაც ნაყინის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი.
„ვენდიში“ 15-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქტია წარმოდგენილი: ვანილის, შოკოლადის, კარამელის, მარწყვის, კენკრის ნაყინი, ან „ემ ენდ ემსის“ და „ორეოს“ დანამატებით; ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მარწყვის და ბანანის პარფე, შოკოლადის, კარამელის და მარწყვის შეიკები და სხვა ცივი გემრიელობები.
მე ყოველთვის ვცდილობ, ქართული პროდუქტი შევიძინო. ,,ვენდიმ“ ,,მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში იმპორტი სრულად ჩაანაცვლა ქართული და სრულიად უსაფრთხო პროდუქტებით. "ვენდის" სპეციალური რეცეპტით მომზადებული ნაყინით მას ქართული კომპანია „თოლია“ ამარაგებს.
გარდა ამისა, კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად ფროსტის მიიღებთ!
ასე რომ, თუ მეგობრებთან ან ბავშვებთან ერთად ცივი დესერტების დაგემოვნებას გადაწყვეტთ, ან წუნია შეყვარებულს გინდათ ასიამოვნოთ, ეწვიეთ „ვენდის“ ნებისმიერ რესტორანს და ნუ შეიზღუდებით არჩევანში.