31 აგვისტოს პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა.
1997 წლის 31 აგვისტოს ტრაგიკული ღამე მსოფლიოს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდება: საღამოს, პარიზის Ritz-ში ვახშმის შემდეგ, უელსის პრინცესამ სასტუმრო კომპანიონთან - დოდი ალ ფაიედთან, მილიონერი ბიზნესმენის, მოჰამედ ალ ფაიედის ვაჟთან ერთად დატოვა.
წყვილს, რომელიც ლიმუზინით გადაადგილდებოდა, პაპარაცები მოტოციკლებით დაედევნენ, რომ ლედი დის ახალი სიყვარული აღებეჭდათ კადრში. გადაჭარბებულმა სიჩქარემ ტრაგიკული ავარია გამოიწვია - 36 წლის პრინცესა დიანა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. გაგრძელება