2017-18-ის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება! აი რატომ... - Marao

2017-18-ის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება! აი რატომ...

2017-09-15 20:50:36+04:00

ევროპის ქვეყნების კლიმატოლოგი-მეცნიერები გვიწინასწარმეტყველებენ, რომ 2017-18 წლის ზამთარი, დედამიწაზე ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება.

ირლანდიაში, ამ კვირაში ტემპერატურა უკვე 0-ს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც სექტემბრისთვის ძალიან უცნაურია.

დედამიწა ახალ კლიმატურ ციკლში შედის.

მომდევნო წლებში "რბილ" ზამთარს არ უნდა ველოდოთ. პირიქით, ყინვები "ნამდვილი" იქნება, რასაც უკვე ნოემბერში იგრძნობთ. დეკემბერში, ტემპერატურა 5 გრადუსის ქვემოთ დაეცემა.

ასევე, დაიკლებს მზის აქტივობა. ასეთი რამ ბოლოს, გასული საუკუნის 50-იან წლებში დაფიქსირდა.

ტემპერატურის მკვეთრი კლება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც შეინიშნება. უნდა ველოდოთ ბევრ თოვლს. ასე, რომ, მოიმარაგეთ თბილი ტანსაცმელი და მოემზადეთ ზამთრის შესახვედრად!