საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება, ხვალ კი ქარის სიჩქარე შესუსტდება და 17–22 მეტრი წამში იქნება.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს.
2 ნოემბერს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ცივი ამინდი შენარჩუნდება და ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. კერძოდ, 3 ნოემბრის ღამეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში (გორსა და აგარაში) – 3 გრადუსი დაფიქსირდება.
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 9–14 გრადუსი იქნება. იხილეთ სრულად