"TV პირველისა" და კომპანია "იმიჯ-ცენტრის" ორგანიზებით, სილამაზის კონკურს “მის საქართველო 2017”-ის ფინალური ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრის" ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას.
9 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა “მის საქართველო 2017”-ის ფინალური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, “იმიჯ-ცენტრის" დამფუძნებელი, ქ-ნი ია კიწმარიშვილი, ჟიურის წევრები: ტელეკომპანია "პირველის" კომერციული დირექტორი, ქ-ნი ნანა აბურჯანიძე, "ორბი ჯგუფის" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინო ჩიტაიშვილი, საიუველირო კომპანია "ზარაფხანის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქ-ნი ელგა სოფია, ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური კლინიკის დამფუძნებელი, ქ-ნი ირინა ბიბილაური, მოდის სახლ “მარიონელას” დამფუძნებელი, ქ-ნი ლელა ტურძელაძე, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თამარ სადრაძე, სარეკლამო კომპანია "მაქსპრომის" დამფუძნებელი, ბ-ნი გიორგი ბროძელი, "მის საქართველო 2015" ნუკა ყარალაშვილი, "ვიცე-მის საქართველო 2015" ვიქტორია კოჩეროვა, "მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი, - შეარჩია ნომინაციების მფლობელები, ტოპ-ხუთეული და გამარჯვებული “მის საქართველო 2017”.

“მის საქართველო 2017”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 24 წლის ნია წივწივაძე, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს.
“I ვიცე მის საქართველო 2017”-ად დასახელდა 24 წლის ლარა იანი, რომელიც საქართველოს "მის სამყაროზე" წარადგენს.
“II ვიცე მის საქართველო 2017”-ის ტიტული მოიპოვა 21 წლის მარიამ დონაძემ.
“III ვიცე მის საქართველო 2017” გახდა 19 წლის ნინო სულხანიშვილი.
“ვიცე მის საქართველო 2017”-ად დასახელდა 18 წლის გვანცა მინაშვილი.
ნომინაციების მფლობელები გახდნენ:
"მის მეგობრობა" - მედეა გეჯაძე
"MISS INTERNET საქართველო" - გვანცა მინაშვილი
"მის ფოტოგენურობა" - ანა კობაძე
"მის ტალანტი" - ანა ქადაგიშვილი
"მის ინტელექტი" - ნათია ლაბაძე
"მის ტელეგენურობა" - ნინი აბრამიშვილი
"ტოპ მოდელი" - დინა ფარფალია
"მის ელეგანტურობა" - ნელი ბოლოთაშვილი
"მის გრაცია" - არიანა ობოლაძე
"მის მომხიბვლელობა" - გვანცა ვახტანგიშვილი
"მის ექსტრავაგანტურობა" - ზამირა მოსიძე
"მის შარმი" - ანასტასია აბრამიშვილი
"მის ფიტნესი" - ნინი მაქაცარია
“მის საქართველო 2017”-ის კონკურსანტებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისაგან.