პოლიგამია და ჰარემები, განათლების არარსებობა და უკიდურესად შეზღუდული უფლებები, ბრილიანტები, ჰიჯაბები - არაბი ცოლების შესახებ იმდენი სტერეოტიპი არსებობს, რომ ძნელია განსაზღვრა, რა არის სიმართლე და რა - მითი.
მართალია, ქალების უფლებები მუსულმანურ ქვეყნებში ძალიან შეზღუდულია, თუმცა, ხშირად, საკუთარი ცხოვრების განკარგვა ქალებს თავადაც შეუძლიათ.
პორტალი Bright Side გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ლამაზი და იდუმალებით მოცული აღმოსავლელი ქალების შესახებ.
ქორწინება გარიგებით
ქორწინების უმეტესობა არაბულ ქვეყნებში კვლავ გარიგებით ხდება, მშობლების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ გოგონას აზრი არავისთვის არის საინტერესო, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება - თუ პატარძალს არ მოსწონს საქმრო, შეუძლია, დაოჯახებაზე მასთან უარი თქვას.
საქორწინო კონტრაქტის დადება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არაბულ სამყაროში სავალდებულოა.
არაბი ქალები იშვიათად ქორწინდებიან სხვა სარწმუნოების აღმსარებელ მამაკაცზე. კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ და შეუძლიათ, ქრისტიანი ანდა იუდეველი ქალი მოიყვანონ ცოლად, თუმცა, ამ შემთხვევაში, ქალი ვერ მიიღებს მოქალაქეობას და დაშორების შემთხვევაში, ბავშვები მამასთან დარჩებიან.
არაბული ქვეყნების უმეტესობაში დაქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია.
ქორწილი
საქორწინო ცერემონიალების ტრადიციები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, თუმცა არაბი პატარძლები და მათი ქმრები დაქორწინებას ცალ-ცალკე აღნიშნავენ, შესაძლოა - სხვადასხვა დღესაც კი.
მამაკაცების სუფრაზე არის ჩაი, ყავა, ვახშამი და წვეულება მაქსიმუმ 4 საათის მანძილზე გრძელდება.
ქალების მოლხენა კი უფრო მასშტაბურია. ისინი დიდ ქალაქებში რესტორნებში იკრიბებიან, თანამედროვე დიზაინერების სამოსში საგანგებოდ გამოწყობილები, ბრილიანტის სამკაულებით. იმის გამო, რომ წვეულებაზე მხოლოდ ქალები არიან, შეუძლიათ, ჰიჯაბების გარეშე იყვნენ და თამამად აჩვენონ გარშემომყოფებს ძვირფასი სამკაული და სამოსი. გაგრძელება