სიახლე

რატომ არ უნდა გააკეთოთ ონლაინ-ტესტები, რომლებიც "ფეისბუქით" ავტორიზაციას მოითხოვს

რატომ არ უნდა გააკეთოთ ონლაინ-ტესტები, რომლებიც "ფეისბუქით" ავტორიზაციას მოითხოვს
ინტერნეტში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება გასართობი ონლაინ-ტესტები, რომლებიც „ფეისბუქით“ ავტორიზაციას მოითხოვს. ის არ ითხოვს ლოგიკურ აზროვნებას და კითხვებზე პასუხს. მხოლოდ ერთი „კლიკით“, ამოგიგდებთ ამა თუ იმ შედეგს. ასეთი ტიპის ტესტები "ფეისბუქისგან" დამოუკიდებელი, ცალკე პროგრამაა, რომელიც თქვენი პირადი პროფილის ინფორმაციას აანალიზებს და შემდეგ იძლევა რაღაც რეზულტატს.
  • იმისთვის, რომ პროგრამა-ტესტმა შეძლოს, წაიკითხოს ის, რასაც თქვენ "ფეისბუქზე" წერთ, ჯერ ნებართვას გთხოვთ. მსგავსი ტესტები ჩაშვებულია იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია მოაგროვოს. ტესტის ავტორებს ეძლევათ წვდომა თქვენს ფოტოებთან, მეგობრების
    სიასთან და პირად ინფორმაციასთან.



რა ინფორმაციას ღებულობენ ასეთი ტესტები:


ერთხელ მაინც თუ გააკეთებთ მსგავს ტესტს, გასცემთ უზარმაზარ პერსონალურ მონაცემებს კომპანიისთვის, რომლის შესახებაც არასდროს არაფერი გსმენიათ. მათ შეუძლიათ ეს მონაცემები ნებისმიერი მიზნით გამოიყენონ. ტესტები კი მანამდე განაგრძობენ ინფორმაციის შეგროვებას, სანამ პროფილის პარამეტრებიდან არ წაშლით მას.

  • სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 170 მლნ მომხმარებელი აკეთებს ამ ტესტებს. „როდესაც მომხმარებლებისგან მოგვდის ინფორმაცია მსგავსი პროგრამის წაშლაზე, ჩვენ მას მაშინვე ვშლით“ - განუცხადეს BBC-ის "ფეისბუქის" წარმომადგენლებმა, მაგრამ წაშლილი ტესტების რაოდენობა არ დაასახელეს და განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დახურულია.
ჟურნალისტი „ფეისბუქს“ ადანაშაულებს იმაში, რომ არასაკმარისად ცდილობს მომხმარებლის გაცნობიერებას ამ საკითხში. ზოგიერთი ტესტი მას შემდეგაც აგრძელებს პირადი ინფორმაციის შეგროვებას, რაც გაიარეთ და მისი არსებობაც დაგავიწყდათ. „რთული დასაჯერებელია, რომ ეს პროგრამები მონაცემებს მარტო იმისთვის აგროვებენ, რომ ტესტები გააუმჯობესონ“, - განუცხადა ბიშოპმა BBC-ის.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიის, Vonvoin-ის ხელმძღვანელმა ჩჟონჰვა კიმ-მა „BBC-ის“ განუცხადა, რომ შეგროვილ ინფორმაციას იყენებს იმისათვის, რომ ტესტი უკეთესი გახადოს. ორგანიზაცია Electronic Frontier Foundantion (სან-ფრანცისკო), რომელიც პერსონალური მონაცემების სფეროს უფლებებს იცავს, ადასტურებს, რომ კომპანია Vონვონ პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებას. ჟურნალისტი პოლ ბიშოპი კი სკეპტიკურად ეკიდება ამ კომპანიის მოტივების გამჭვირვალობის საკითხს:

ასეთ ტესტებს ძალიან ბევრი კომპანია აკეთებს, რადგან კონტენტის ყველაზე პოპულარული სახეა, რომელსაც მომხმარებლები „ფეისბუქზე“ აზიარებენ.“ ფსიქოლოგიური” ტესტების შედეგები შემთხვევითია და არა ასტროლოგიური პროგნოზი. უბრალოდ, იქ წერია ის, რისი მოსმენაც ყველას ესიამოვნება. თქვენ ვიღაც უცნობებს თქვენი და თქვენი მეგობრების პირადი ინფორმაციით ამარაგებთ და სანაცვლოდ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ სისულელეს ღებულობთ.

მაგალითად, ტესტი სათაურით: „ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი“ - ითხოვს წვდომას თქვენს პირად შეტყობინებებთან. კითხულობს და ასახელებს იმას, ვისაც ყველაზე ბევრს (ხშირად) სწერთ. თქვენ აძლევთ წვდომას არა მარტო იმ მესიჯებზე, რომლებსაც თავად აგზავნით, არამედ იმაზეც, რომლებსაც პასუხად ღებულობთ. შეგროვებული ბაზა („Log in-ების“ და პაროლების) იყიდება. სახელი, პროფილის ფოტო, ასაკი, სქესი, დაბადების დღე და სხვ. მეგობრების სია; ყველაფერი, რაც ოდესმე გამოგიქვეყნებიათ; ყველა თქვენი ფოტო და ყველა ის ფოტო, რომლებზეც „დაგთაგეს“; განათლება; საცხოვრებელი ქალაქი; რაც ოდესმე „დაგილაიქებიათ“, ყველაფრის სრული სია; IP მისამართი; რა მოწყობილობით იყენებთ "ფეისბუქს" (ინფორმაცია მოწყობილობაზე, ბრაუზერსა და ენის პარამეტრებზე).


(გამოყენებულია: პოლ ბიშოპის სტატია გამოცემა Comparitech-ისთვის)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93