განო მელითაური თბილისის ცენტრში ძალადობის მსხვერპლი გახდა. მარტოხელა დედას, რომელიც სამ შვილს ზრდის, მამაკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
განოს შეშფოთება და გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ ირგვლივ მყოფმა 18-20 წლის ბიჭებმა მხარი არ დაუჭირეს და ახალგაზრდა ქალს არ გამოექომაგნენ. შეშფოთებული განო ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი შუადღის პირველ საათზე დღეს, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან!
"ტოიოტას" მარკის მანქანაში მყოფი ორი შუახნის, 40 წლამდე არმისული ბიჭი იძებნება სასწრაფოდ! ერთს აქვს ლურჯი თვალები და არის მაღალი! მეორე არ მახსოვს, რადგან საშინლად დასტრესილი და შეშინებული ვარ! ან ცოლები არ გყავთ, ან შვილები, ან დედები და მამები?!!
სამარცხვინო ქვეყანა გავხდით! შუა ქუჩაში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ დღისით-მზისით, დაახლოებით 13:10 წუთზე და ნულია გარშემო მყოფთა მხარდაჭერა!!! 18-20 წლის ბიჭები დგანან, "სემიჩკას" იფურთხებიან და სიცილს იკავებენ, როცა ორი უზრდელი ჯერ მანქანას არ მაჩერებინებს სადგომზე და მერე დედას მაგინებს ყველა ბრუნვაში და მეჭიმება!!! სად გაქრა კაცობა, ადამიანობა, სოლიდარობა, ზრდილობა?!
კარგად დაიმახსოვრეთ და მომაძებნინეთ ეს არაკაცები! სახელებს და გვარებს ვერ ვიგებ! ერთი რაც გაირკვა, არიან "თანამშრომლები"!
მოვითხოვ სახალხოდ, იგივე ადგილას მომიხადონ ბოდიში! ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ!
ქუჩის ძაღლს არ დაველაპარაკები ასე, რომელიც საკბენად გამოიწევს. გაგრძელება