2 ივნისს, 12:20 საათზე, "ექსპო ჯორჯიის" მე-11 პავილიონის სცენაზე გაიმართება თეა ინასარიძის - "მეცხრე ფლიგელის" - წიგნის წარდგენა. მოდერატორი - ტორესა მოსი.
აღწერა: ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...
ყდის ფოტო Indigo Fleur
დასწრება თავისუფალია.
იხილეთ: საიდუმლოს ძიებაში: სად ვიპოვოთ "მეცხრე ფლიგელი" (+თიზერი)