ალბათ, მიეჩვიეთ, რომ ცნობილ ქართველ ქალებს ძირითადად მაკიაჟით ხედავთ, თუმცა ისინი უმაკიაჟო ფოტოების გამოქვეყნებასაც არ ერიდებიან.
ამგვარ ნაბიჯს თაყვანისმცემლები ზოგჯერ კრიტიკულად, ხან კი პირიქით, დადებითად ხვდებიან.
ამ ქალბატონებს თქვენ უკვე ძალიან კარგად იცნობთ. თუ აქამდე არ გინახავთ მათი უმაკიაჟო ფოტოები, ამის საშუალება სწორედ ახლა გაქვთ.
შორენა ბეგაშვილი - მომხიბლავ ტელეწამყვანს ეკრანზე ასეთ ამპლუაში, ალბათ, ვერ ნახავდით, თუმცა „ინსტაგრამის“ მეშვეობით შეგიძლიათ მისი უმაკიაჟო ფოტოები იხილოთ.
ნინა სუბლატი - მომღერალს საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ნინა უკომპლექსო ადამიანია და მსგავსი ფოტოს გაზიარება მისთვის დისკომფორტს სულაც არ წარმოადგენს.
ნინი ბადურაშვილი - ეს ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა, რადგან მშვენიერი ქალბატონი უმაკიაჟო ფოტოების ატვირთვით ნამდვილად არ გამოირჩევა.
სალომე ღვინიაშვილი - მოდელის გარეგნობას ხუჭუჭა თმა კიდევ უფრო საინტერესო იერს სძენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი სავიზიტო ბარათია. სალომე სადა მაკიაჟის მოყვარულია, რაც მის სხვა ფოტოებზეც შეინიშნება.
ნინო გაჩეჩილაძე - ალბათ, გახსოვთ, რომ მას ოდრი ჰეპბერნსაც კი ადარებენ. როგორც ხედავთ, ნინო ეკრანზე უმაკიაჟოდ გამოჩენას არ ერიდება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ის კოსმეტიკის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება.