ქეთა თოფურია მეუღლეს, ბიზნესმენ ლევ გეიხმანს 2017 წელს გაეყარა.
წყვილი დაახლოებით 7 წლის მანძილზე იყო ერთად. ამის შემდეგ მათ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, რასაც ალბათ იმ ფაქტიდანაც ხვდებით, რომ ყოფილი მეუღლე, ქეთამ ოლივიას 3 წლის იუბილეზეც დაპატიჟა.
დღესასწაულზე უამრავი ტკბილეული იყო, სხვადასხვაგვარი დეკორაციები, ბუშტები, ტორტი, ბევრი ფერადი დეტალი.
ოლივიას ძალიან ლამაზი სადღესასწაულო კაბა ეცვა და თმა პეპლებით ჰქონდა გაფორმებული.
მოგვიანებით გოგონამ ვარდისფერი კაბა და ლურჯი ქურთუკი მოირგო.
ალბათ შენიშნეთ, რომ ქეთა შვილს ულამაზესი ტორტებით ანებივრებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ წინა იუბილე ქეთამ შვილს საქართველოში გადაუხადა.წინა წელს ოლივიას სადღესასწაულო ტორტი სწორედ ასე გამოიყურებოდა..
მომხიბლავ მომღერალს ოლივიას დაბადების დღეზე, ღია ვარდისფერი სადა კაბა და ჯინსის ქურთუკი ეცვა.