ყველაზე პოპულარული ვოკალური შოუ "Х-ფაქტორი" ქართველ მაყურებელს 2014 წლიდან ახარებს.
პროექტის შექმნის იდეა ბრიტანელ პროდიუსერს, საიმონ კოუელს მოუვიდა თავში. 2004 წლიდან ამ შოუმ მთელი მსოფლიოს ქვეყნები დაიპყრო.
საიმონი "იქს ფაქტორის" ბრიტანული და ამერიკული ვერსიის მთავარი "მოსამართლეა".
ქართველმა მაყურებელმა ის შოუს პირველ სეზონში იხილა.
უფლებები შოუს ჩატარებაზე 40-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა. მათ შორისაა საქართველოც (აშშ, ავსტრალია, გერმანია, საფრანგეთი, დანია, იტალია, ფინეთი, ნორვეგია, რუსეთი და ბევრი სხვა).
ავსტრალიაში შოუ 2005 წელს ჩატარდა პირველად.
ყველა ქვეყნის მაყურებელს ძალიან უყვარს "იქს ფაქტორი". თითქმის ყველა ქვეყანაში რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს.
ბრიტანულ ვერსიაში გამარჯვებული 5 მლნ დოლარს ღებულობს საჩუქრად. სხვა დანარჩენ ქვეყნებში პრიზები შედარებით მოკრძალებულია.
მენტორებად, როგორც წესი, ცნობილ მუსიკოსებს (მომღერლები, პროდიუსერები...) ირჩევენ.
ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობს, "იქს ფაქტორის" ჟიურიში მენტორად უკვე მეორედაა მოწვეული.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
დააფიქსირეთ თქვენი ხმა.
<div class="apester-media" height="458" data-media-id="5b06680d52c7f32134f9f0ce"></div>
<script src="http://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
დღეს "იქს ფაქტორის" ნახევარფინალია. თითოეული კონკურსანტი ორ სიმღერას იმღერებს. პირველი ტური ქართულ სიმღერას დაეთმობა.
გამარჯვებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შოუს დღეს ორი კონკურსანტი გამოეთიშება. გამარჯვებამდე სულ ერთი ნაბიჯი რჩება. არ გამოტოვოთ დღევანდელი ლაივ-კონცერტი, რომელიც "იმედის" ეთერში - 22:00 სთ-ზე დაიწყება!