ახლახან „ინსტაგრამზე“ ნუკი კოშკელიშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ამაღელვებელი წარწერა დაურთო..
„ძალიან დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის!!! მადლობა ტკბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ამ ბიჭმა მოიპარა ჩემი გული“.
ნუკის პატარა ოლივერის დაბადება უამრავმა ადამიანმა მიულოცა. აი რას წერენ ისინი: „ნუკი, რა საყვარელი ხარ მაკიაჟის გარეშე. გილოცავ ამ დიდ ბედნიერებას. ჯანმრთელი და საამაყო ბიჭი გაგეზარდოთ“. „გილოცავთ ნუკი მთელ ოჯახს, უფლის წყალობა თქვენს პრინცს“.
პოპულარულმა ლამაზმანმა ოლივერთან ერთად მანქანაში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ოლივერი სპეციალურ სავარძელშია, რომელიც ბავშვს მანქანით მგზავრობის დროს იცავს.
ამგვარი სავარძლების გამოყენება ძალიან მარტივია, მანქანაზე მაგრდება და მეორენაირად „Car seat”-ს უწოდებენ.
ნუკიმ ფოტოს აღწერაში ისიც აღნიშნა, რომ მშობლები განსაკუთრებულად უნდა უვლიდნენ შვილებს და ჭკვიანური ქმედებით ეცადონ, ყოველგვარი საფრთხე აარიდონ.