ალბათ, გახსოვთ უნიჭიერესი თიკა ბალანჩინი, რომელიც „იქს ფაქტორის“ სცენიდან გაიცანით.
მისი მონაცემებით ნამდვილად ყველა მოიხიბლა. პროექტის დასრულების შემდგომ თიკამ თავის ჯგუფთან, “new one”-თან ერთად სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის სიმღერა: “artificial love” განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა. სიმღერამაც და კლიპმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც ჩანს, მომღერალი ახლა ესპანეთში იმყოფება. მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, რადგან ის ორსულადაა და სულ მალე პატარა ეყოლება. თიკა მისი რჩეულის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა ჯერ კიდევ „იქს ფაქტორის“ პროექტის პერიოდში აღნიშნა, რომ შეყვარებული ჰყავს.
ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება.
ორსულობამ თიკა დაამშვენა და კიდევ უფრო ქალური გახადა.
მის „ინსტაგრამგვერდზე“ არსებული კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ თიკას მიმართ ადამიანები დადებითად არიან განწყობილნი და პოზიტივს ასხივებენ.