დასრულდა მეგა შოუ "X ფაქტორი", წლევანდელი გამარჯვებული ანრი გუჩმანიძე გახდა.
გამარჯვებული თავის მენტორთან, ანრი ჯოხაძესთან ერთად იყო სტუმრად დღის შოუში, სადაც ასტროლოგიით დაინტერესებულმა მენტორმა გაამხილა, რომ წინა დღეს, მან სწორედ ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით უწინასწარმეტყველა გამარჯვება თავისი კატეგორიის კონკურსანტს. გადაცემის წამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო, დაადასტურა ეს ფაქტი და ისიც დაამატა, რომ ანრიმ გუშინ თამთასა და ნანიკოსაც უთხრა ორიოდე სიტყვა ასტროლოგიურ პროგნოზზე: „მეც მითხრა და თამთა გოდუაძესაც. თამთას უთხრა, შენ მილიონერი გახდები გათხოვების შემდეგო, დაველოდოთ იმ დღეს. მე კი მითხრა, შენ ალქაჯი ხარო". ამან ძალიან გაამხიარულა ტელე-წამყვანებიცა და მაყურებელიც.
„საქართველოში არასდროს არ მაქვს გამარჯვების განსაკუთრებული მოლოდინი, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ქვეყანა, სადაც გამარჯვებულები ეზიზღებათ...ზოგადად, ვგულისხმობ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც, სადმე თუ გაიმარჯვე და შეგხვდა შენი წილი წარმატება, მომენტალურად იწყებენ შენს ჩაწიხლვას. თუ კი წელში გადატეხილი ხარ, აუცილებლად გითანაგრძნობენ. ამიტომ, მე არ მაქვსარაფრის მოლოდინი ხოლმე, ვარიდებ საკუთარ თავს ეიფორიებს. ანრიც დამეთანხმება, მისთვის არასდროს მითქვამს - „აი, ეხლა შენ ისეთი უნდა ქნა,რომ უნდა მოიგო!“. ყოველთვის ვეუბნებოდი, ყოფილიყო გულწრფელი, ის ტიპი, რაც არის. წინა დღეს გავხსენი მისი რუკა და თვითონ თქვას, რაც ვუთხარი... ერთადერთხელ ვუთხარი, რომ გაიმარჯვებდა..
ორ ასპექტში გაუმართლა, როდესაც გავარდნილი ანრი წამოვიყვანე ჩემთან, ამის კადრებიც არის, მე როგორ მიხარია მისი გაგდება.. და მეორე, იმაში რომ მე მას მივცემ სწორ რჩევებს, რომ არ დაიკარგოს და ე.წ. „ქავერშიკ" მომღერლად არ იქცეს. თუ კოლეგას რამეს ვუკეთებ, არასდროს მახასიათებს ჩემი გავლენის ქვეშ მოვაქციო მუსიკალურად. იმიტომ რომ, რასაც მე ვაკეთებ, ამას მხოლოდ მე ვამართლებ. ამ შემთხვევაში ანრის გვერდით ყოველთვის ვიქნები, მაგრამ როგორც პროდუსერი. „- თქვა ანრი ჯოხაძემ.
თავად "X ფაქტორი 2018-მა" კი არ ისურვა სამომავლო გეგმებზე საუბარი, ანრისა და ანრის ურჩევნიათ საიდუმლოდ დატოვონ, რა სიურპრიზს უმზადებენ მაყურებელს: „იქს ფაქტორმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამ პროექტის შემქმნელს, მათ, ვინც ცდილობს ახალი თაობა გააცნოს ხალხს. სამომავლო გეგმებს საიდუმლოდ დავტოვებ.“
მერიემ კაკაურიძე